• Ƀ/$

პატარა ალექსანდრას გატეხილი ყულაბა და ფული, რომლითაც დამპალოს სასაფლაოზე მცხოვრებ ოჯახს დაეხმარნენ

6 აპრილი 15:37 | INTERNET დაიჯესტი

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე წერს, რომ მისი მეგობრის შვილმა ყულაბაში დაგროვებული თანხა, 315 ლარის ოდენობით მშობლებს გადასცა, მათ კი გადაწყვიტეს, დამპალოს სასაფლაოზე მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს დახმარებოდნენ. ოჯახის პატარა წევრებმა ალექსანდრას მადლობა ვიდეოს საშუალებით გადაუხადეს, რომელიც ნინო ზამბახიძემ სოცქსელში გააზიარა.

“ეს ამბავი უნდა მოვყვე, ჩემი მეგობარი გიორგი მირეკავს და მეუბნება,  რომ მისმა უმცროსმა შვილმა, ალექსანდრამ თავისი ყულაბა გატეხა და შეგროვილი 315 ლარი  მოგვცა, რომ   გაჭირვებულ ბავშვებს დავხმარებოდით, ჰოდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, სასაფლაოზე მცხოვრები ბავშვები გაგვეხარებინა, ალექსანდრას თანხას დავამატეთ კიდევ თანხა და ვუყიდეთ ყველაფერი ის, რაც სჭირდებოდათ!


მარტოხელა დედა შვილებს დამპალოს სასაფლაოზე ზრდის. ოჯახმა სიღნაღში არსებული სახლი იპოთეკაში დაკარგა და ფარდულს  შეაფარა თავი. დედა   შრომობს თავისი შვილებისთვის, დაუზარელია, სასაფლაოებს ალაგებს, ზოგჯერ  სახლებსაც,  თუმცა ეს არა საკმარისი, იქ ძალიან მძიმე რეალობაა! ბავშვები უსაყვარლესები   გახარებულებმა ალექსანდრას ვიდეოც ჩაუწერეს !


ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის. ისე უმაგრესი მომავალი თაობა იზრდება <3


პ.ს. ბავშვების ვიდეო დედის თანხმობით დავდე” - წერს ნინო ზამბახიძე.



სხვა სიახლეები