• Ƀ/$

ყველაზე მეტი მომხმარებელი ონლაინ სამაგიდო თამაშებს ევროპაბეთზე თამაშობს

6 აპრილი 18:56 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ბოლო დღეების სტატისტიკით, ევროპაბეთი სამაგიდო თამაშების ყველაზე მსხვილი პლატფორმაა რეგიონში. ნარდი, ბურა, დომინო, პოკერი - პოპულარულ სამაგიდო თამაშებს ევროპაბეთზე ერთდროულად 10 000-ზე მეტი ადამიანი თამაშობს.

სახლში დარჩენა კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მთავარი რეკომენდაციაა. შესაბამისად, დისტანციურ სერვისებზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად, განსაკუთრებით აქტუალურია ონლაინ სამაგიდო თამაშები.


თვითიზოლაციის მე-18 დღეს ევროპაბეთის უფასო თამაშების განყოფილებას რეკორდული რაოდენობის სტუმარი ჰყავს. ნარდის, დომინოს და ბურას უფასო ტურნირებს ვებ გვერდზე ათასობით მომხარებელი თამაშობს.


ევროპაბეთის პოკერის, სამაგიდო და სწრაფი თამაშების მენეჯერის განცხადებით, კომპანიის ტექნიკური მზადყოფნა მთავარი ფაქტორია, რის გამოც ევროპაბეთი ბოლო სტატისტიკით სამაგიდო თამაშების ყველაზე მსხვილი პლატფორმაა რეგიონში.


“თვითიზოლაციის პერიოდში, როცა სპორტული ღონისძიებები თითქმის მთელ მსოფლიოში შეჩერებულია, სამაგიდო თამაშებზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა. განსაკუთრებით პოპულარულია უფასო ტურნირები სხვადასხვა საპრიზო ფონდით. ევროპაბეთზე სამაგიდო თამაშებს ერთდროულად საშუალოდ 10-12 ათასი ადამიანი თამაშობს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში.  ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი კომპანიის ტექნიკური მზადყოფნაა. მომხმარებელი გამართული ტექნიკური სისტემით განსაკუთრებით კმაყოფილია. უახლოეს დღეებში მომხმარებლების რაოდენობის კიდევ უფრო  გაზრდას ველოდებით და ჩვენც მზად ვართ ამისათვის,” - აცხადებენ კომპანიაში.


თითოეულ სამაგიდო თამაშში შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური თამაშის შექმნა საკუთარი წესებით, ისე სხვა მომხმარებლების მიერ შექმნილ თამაშებში მონაწილეობა. ყველაზე პოპულარული პროდუქტი უფასო ტურნირებია, რომლებიც ყოველდღე, კონკრეტულ დროს იწყება. ამ ტურნირებში მონაწილეობა უფასოა, საპრიზო ფონდი კი 10 000 ლარამდე ადის.


სხვა სიახლეები