• Ƀ/$

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

20 ოქტომბერი 14:46 | კრიპტოეკონომიკა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. 

შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე.


გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი ნარჩენების მართვის და საცობების პრევენცია/განეიტრალებისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა.


მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში კიდევ სხვა რამდენიმე პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და დიდველზე პარკინგის გაფართოება, მრავალსართულიანი ავტოსადგომისა და პოლიციის ახალი ორსართულიანი შენობის მშენებლობა, ბაკურიანის ცენტრალური ბილიკისა და გზის მოწყობის სამუშაოები, ბაკურიანის ურბანული განახლების პროექტი და ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი.


ფონდმა მიმდინარე წლის სექტემბერში  დაბა ბაკურიანში 3 კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა დაასრულა.  


მსგავს თემაზე:

ბაკურიანში 3 ახალ საბაგიროს დოპელმაიერი ააშენებს


ბაკურიანში ტრამპლინიდან ხტომის ინფრასტრუქტურა აღდგება


ბაკურიანის შემოვლითი გზა გაიხსნა



სხვა სიახლეები