• Ƀ/$

ბაკურციხე-წნორის შემოვლით გზას ADB დააფინანსებს

22 ოქტომბერი 10:56 | ეკონომიკა

კახეთის რეგიონში, კიდევ ერთი პროექტი, ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა განხორციელდება. ახალი გზის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორი ვერნერ ლიპახი ბაკურციხე-წნორის გზაზე იმყოფებოდნენ, სადაც არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების  შესახებ ისაუბრეს.


ბაკურციხე-წნორის შემოსავლელი გზა 16 კმ. სიგრძის იქნება. ეს გზა  კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ნაწილია. აღნიშნული მონაკვეთი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალ სიხშირეს განაპირობებს. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, დაგეგმილია შემოსავლელი გზის მოწყობა ალაზნის ველის მხარეს, რომელიც დააკავშირებს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან, მჭიდროდ დასახლებული სოფლების: ბაკურციხის, კარდენახის, ანაგის, ვაქირის, მაშნაარის, საქობოს და წნორის გვერდის ავლით.


ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობისთვის ამ ეტაპზე, საპროექტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს.


მსგავს თემაზე:

რიკოთის საუღელტეხილო გზის მონაკვეთები ეტაპობრივად 2021-2022 წლებში დასრულდება


EBRD-მა ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობისთვი $60 მლნ-ის დაფინანსება დაამტკიცა


ლითონის დაშლილი საფეხმავლო ხიდების აღდგენა არ იგეგმება



სხვა სიახლეები