• Ƀ/$

მაია ცქიტიშვილი: თბილის-რუსთავის პრობლემურ გზის მონაკვეთზე მოლაპარაკებით შევთანხმდებით

22 ოქტომბერი 15:50 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა თბილისი-რუსთავის გზასთან დაკავშირებით მედიასთან განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველაფერი მოსახლეობასთან მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდება.

თბილისი-რუსთავის არსებულ გზაზე ხდება ახალაშენებული მონაკვეთის დაერთება, ხოლო რაც შეეხება იმ მონაკვეთს, სადაც მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს, რა თქმა უნდა, მხოლოდ კონსულტაციისა და მოლაპარკების გზით შევთანხმდებით, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


ვიცე-პრემიერის თქმით, ამ პროექტის შესახებ არაერთხელ განმარტა, რომ პრობლემა მხოლოდ ერთ მონაკვეთს ეხება, ხოლო იქ, სადაც მოსახლეობა არ აპროტესტებს ავტობანის გაყვანას, სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.


„ბევრჯერ გვინახავს საპროტესტო აქციები, ქალბატონები ბავშვებთან ერთად როგორ უშლიდნენ ხელს სამშენებლო ტექნიკას. ვინაიდან არ ვემხრობით ძალისმიერ მეთოდებს, გადაწყვიტეთ კონკრეტულად ამ მცირე მონაკვეთზე შეგვეჩერებინა სამუშაოები, რადგან აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის ვადაშიც ფიზიკურად ვეღარ მოესწრებოდა ამ სამუშაოს შესრულება, სხვა მონაკვეთებზე კი,  სადაც მუშაობა შესაძლებელია, მშენებლობა მიმდინარეობს,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.


მსგავს თემაზე:

ლილომდე და რუსთავამდე მიწიზედა მეტროს ხაზის დაფინანსებისთვის მოლაპარაკებები იწყება


გიორგი გახარია: საქართველო "ერთი სარტყელი ერთი გზის" ინიციატივას ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა



სხვა სიახლეები