• Ƀ/$

მთავრობამ ბანკებისგან 70 მლნ ისესხა

22 ოქტომბერი 17:51 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2019 წლის 22 ოქტომბერს 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 162 955 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.675 პროცენტით, მაქსიმალური 9.290 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.143 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტს შეადგენდა.


კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.


სხვა სიახლეები