• Ƀ/$

ნახშირორჟანგის ემისია 1900-2018 წლებში 1750%-ით გაიზარდა

26 ოქტომბერი 12:00 | ანალიტიკა

CO2-ის ემისიის ზრდის ნეგატიური ფაქტორების უარყოფა ნელ-ნელა ბრტყელი დედამიწის მოდელის მტკიცებას ემსგავსება, თუმცა პრობლემის მყისიერი მოგვარება მაინც ვერ ხერხდება.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პლანეტის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თუ 1950 წელს უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 40%-ს აჭარბებდა, 2018 წელს ის 10%-ს ჩამოსცდა, რომ არა ეს ფაქტი დღეს ელემენტარული საარსებობო პირობების გარეშე მცხოვრებ ადამიანთა რიცხვი 2.1 მლრდ-ით მეტი იქნებოდა. სიღარიბის კლება ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენაა, მაგრამ ეკონომიკის ზრდას რომელსაც თან აუცილებლად ახლავს ენერგიის მოხმარების ზრდა ხშირ შემთხვევაში გარემოს აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს.


დღეს ყოველწლიურად კაცობრიობა 37 მლრდ ტონა ნახშირორჟანგს გამოყოფს. ცხადია ემისიის დიდი წილი მსხვილ ინდუსტრიულ ქვეყნებზე მოდის.



პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს, რომელიც 40 წლის წინ აშშ-ის, ევროკავშირისა და თუნდაც რუსეთის ფონზე უმნიშვნელოდ გამოიყურებოდა. ეს არცაა გასაკვირი, 1980 წლამდე ჩინეთში უფრო დიდი სიღარიბე იყო ვიდრე სიერა-ლეონეში, მალისა და რუანდაში. აშშ-ის მაჩვენებელი თითქმის იგივეა. ეკონომიკის ზრდის მიუხედავად ენერგოეფექტურიმა ტექნოლოგიებმა და განახლებადმა ენერგიის წყაროებმა ზრდის პროცესი შეაჩერა. იმევე მიზეზებით ევროპის კონტინენტზე ემისია შემცირდა კიდეც. შემცირება აღინიშნა რუსეტშიც, ოღონდ ამ შემთხვევაში მთავარი მიზეზი წარმოების ვარდნაა. აბსოლუტურ გამოხატულებაში ინდოეთს ჩინეთთან დატოლება ძალიან გაუჭირდება, თუმცა პროცენტული ზრდა ამ ქვეყანაშიც საკმაოდ მაღალია.


1900 წლიდან დღემდე ნახშირორჟანგის წლიური ემისია 1750%-ით 2-დან 37 მლრდ ტონამდე გაიზარდა. ატმოსფეროში ნახშირორჯანგის წილი - 33%-ით. თუ წინა საუკუნის დასაწყისში მისი წილი მილიონიდან 300-ს შეადგენდა ახლა 415-ს აჭარბებს. ერთი შეხედვით პროპორციულზე ბევრად უფრო ნაკლები ტემპით ზრდა დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. გამოსავალი უკუნდიციონერო ნახევრადჩაბნელებულ ოთახში ჯდომა არ არის. გამოსავალი განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების წილის ზრდაა.


მსგავს თემაზე:

ატმოსფეროს დაბინძურება უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე მოწევა


ატმოსფეროში ნახშირორჟანგის წილმა ახალი რეკორდი მოხსნა


ქვეყნები CO2-ს ემისიის მიხედვით - რომელი სახელმწიფო აბინძურებს ყველაზე მეტად ატმოსფეროს?



სხვა სიახლეები