• Ƀ/$

Bloomberg: კორონავირუსის პანდემიის სავარაუდოდ ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება

1 მაისი 16:34 | INTERNET დაიჯესტი

ექსპერტების თქმით, კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

მანამდე, სანამ ის კონტროლს სრულად არ დაექმებდებარება და მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ორ მესამედს იმუნიტეტი არ გამოუმუშავდება.ინფორმაციას, ამის შესახებ  bloomberg-ი ავრცელებს.

მინესოტას უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების კვლევისა და პოლიტიკის ცენტრის ანგარიშის თანახმად, იმის გამო, რომ ინფექციას ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება შეუძლია, მისი გაკონტროლება რთულდება.

სიმპტომების გამოვლენამდე კი, შესაძლოა, ადამიანები ყველაზე გადამდებები იყვნენ.

ქვეყნებში დაწესებულმა შეზღუდვება ვირუსის გავრცელება შეამცირა. სახელმწიფოები ნელ-ნელა შეზღუდვების შესუსტებას იწყებენ.

თუმცა, კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, ტალღებით გაგრძელდება და 2022 წლამდე გასტანს.

„ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რისკების შესახებ კომუნიკაციის სტრატეგია უნდა მოიცავდეს იმ კონცეფციას, რომ ეს პანდემია მალე არ დასრულებულა და რომ ადამიანები დაავადების შესაძლო პერიოდული აღმავლობისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში მზად უნდა იყვნენ“,- აღნიშნავენ კვლევის ავტორები.


სხვა სიახლეები