• Ƀ/$

30 000-მდე მასაწავლებელს ხელფასი გაეზარდა

23 ოქტომბერი 15:17 | მედია ბიზნესისთვის - M2B

განათლების რეფორმის ფარგლებში 2019 წლის ოქტომბრიდან პედაგოგთა ანაზღაურების ზრდის პროცესი დაიწყო, რომელიც უწყვეტად გაგრძელდება და 2022 წელს მასწავლებლის ანაზღაურება საშუალოდ 1500-1800 ლარს მიაღწევს.

პირველ ეტაპზე, 30 000-მდე უფროს, წამყვან და მენტორის სტატუსის მქონე  მასწავლებელს, რომელსაც აქვს მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება  150 ლარით უკვე გაეზარდა.


არსებული მონაცემებით, 2019 წლის ზაფხულში 8 400-მდე მასწავლებელმა შეიცვალა სტატუსი, მათ შორის 5 700-ზე მეტმა მიიღო უფროსი მასწავლებლის სტატუსი.


სრული საგაკვეთილო დატვირთვის შემთხვევაში სტატუსების მიხედვით მასწავლებლის ანაზღაურება შემდეგნაირად ნაწილდება:


- უფროსი მასწავლებელი - 1011 ლარი;


- წამყვანმა მასწავლებლებელი - 1435 ლარი;


- მენტორი მასწავლებლებელი - 1745 ლარი.


პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები დატვირთვა აქვთ, შესაბამისი პროპორციით ეზრდებათ ხელფასი, რაც  საშუალოდ 100 ლარით ზრდას გულისხმობს. 


მსგავს თემაზე:

მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1800 ლარამდე გაიზრდება



სხვა სიახლეები