• Ƀ/$

"ახლა ადამიანები, მათ შორის მოძალადეებიც, ძირითადად სახლში არიან, ამიტომ მინდა, ქალებს მოვუწოდო..."

1 მაისი 18:48 | INTERNET დაიჯესტი

ქალები COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე არიან.

სალომე გოგოძე პატრულ-ინსპექტორია, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს მოუწოდებს, დარეკონ დასახმარებლად.


„ახლა ადამიანები, მათ შორის მოძალადეებიც, ძირითადად სახლში არიან, ამიტომ მინდა, ქალებს მოვუწოდო:


რა დროც არ უნდა იყოს, მეც და ჩემი კოლეგებიც მათ დასახმარებლად მზად ვართ.


დარეკონ 112-ზე, შეგვატყობინონ და კომენდანტის საათის განმავლობაშიც ჩვენი ეკიპაჟები, საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლს უსაფრთხო ადგილას გადაიყვანენ“ – განაცხადა სალომე გოგოძემ.


საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას დღეს საგანგებო რეჟიმში არაერთი ქალი პატრულ-ინსპექტორი იცავს.


ახლა მათი პასუხისმგებლობა არა მარტო COVID-19 -ზე, არამედ ოჯახში ძალადობაზე რეაგირების კუთხითაც განსაკუთრებით დიდია.


სხვა სიახლეები