• Ƀ/$

იაპონია 43 ქვეყანას უფასოდ მიაწვდის წამალს, რომელიც COVID-19-ის სამკურნალოდ ეფექტური აღმოჩნდა

1 მაისი 20:08 | INTERNET დაიჯესტი

იაპონური კომპანია „ფუჯიფილმის“ პრეპარატი ფავილავირი (ავიგანი) რამდენიმე წელია, გამოიყენება გრიპის წინააღმდეგ იაპონიასა და ჩინეთში და ასევე წარმატებით - ებოლას ეპიდემიების დროს აფრიკაში.

პრეპარატის მოწოდების თხოვნა იაპონიამ 80 ქვეყნისგან მიიღო.


"დღეისთვის შევთანხმდით, რომ 43 ქვეყანა პრეპარატს მიიღებს. პროცესი უქმეების შემდეგ დაიწყება. ვინაიდან საუბარი კლინიკურ ცდებს ეხება, თითოეული ქვეყანა 20 ადამიანის მკურნალობისთვის განკუთვნილ რაოდენობას, ანუ მაქსიმუმ 100 ერთეულს მიიღებს", - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.


წამალი გრიპის სამკურნალოდ 6 წლის შეიქმნა, თუმცა ცხოველებზე ცდების შედეგად აღმოჩნდა, რომ მისი გვერდითი მოვლენები ნაყოფის განვითარებაზე მოქმედებს. შედეგად ის ფეხმძიმე ქალებისთვის აიკრძალა და იმ პრეპარატების სიაში მოხვდა, რომელიც მხოლოდ მთავრობის განსაკუთრებული განკარგულებით ინიშნება იმ შემთხვევაში თუკი სხვა მედიკამენტები არაეფექტური აღმოჩნდება.
ჩინელებმა კი აღმოაჩინეს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის სამკურნალოდ ის ეფექტურია.


 


 

სხვა სიახლეები