• Ƀ/$

ლარი 0.49 თეთრით გამყარდა

23 ოქტომბერი 17:11 | ფინანსები

23 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9661 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9710 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.49 თეთრი შეადგინა.
 
 

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2965 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3106 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.41 თეთრი შეადგინა.
 
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5142 ლარს შეადგენს, ხოლო  გაუფასურდა ფუნტი და 3.8186 ლარი
ეღირება.


დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 24 ოქტომბერიდან  შევა ძალაში.


სხვა სიახლეები