• Ƀ/$

5 მაისიდან სამშენებლო ბიზნესი მუშაობას განაახლებს

4 მაისი 11:36 | INTERNET დაიჯესტი

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 5 მაისიდან მუშაობის განახლების უფლება ექნება სამშენებლო ბიზნესსა და სამშენებლო მსასალების მწარმოებელ კომპანიებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ხვალიდან გავცემთ მუშაობის გაგრძელების ნებართვებს სამშენებლო კომპანიებსა და სამშენებლო მსალების მწარმოებელ ბიზნესებზე. ასევე ყველა ის კომპანია, რომელიც სხვადასხვა სახით არის დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესთან, შეძლებს ფუნქციონირების აღდგენას",- აღნიშნა პრემიერმა.


მისი თქმით, უწყევტად გაგრძელდება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების ინსპექტირება. მუშაობას ხვალიდან ასევე განაახლებს ავტოსარემონტო კომპანიებიც.


სხვა სიახლეები