• Ƀ/$

contrepoints.org: მხოლოდ ჯანდაცვის სფეროში ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ინიციატივები 500 მილიონ აშშ დოლარს უდრის

5 მაისი 11:46 | INTERNET დაიჯესტი

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საქველმოქმედო ორგანიზაციას -  „ქართუ“ ფონდს 3 მილიარდ დოლარის ოდენობის ქველმოქმედება აქვს გაწეული, მხოლოდ ჯანდაცვის სფეროში მისი საქველმოქმედო ინიციატივები 500 მილიონ აშშ დოლარს უდრის, - ამის შესახებ გამოცემა contrepoints.org წერს სტატიაში სათაურით „ვინ არის ყველაზე გულუხვი დონორი ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში?“ რომელიც  ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ გვიყვება.

„ქართუ“ ფონდი მისი ოჯახის საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელმაც 3 მილიარდი აშშ დოლარი მოახმარა თავის კავკასიურ ქვეყანას, რომელიც სპორტული ობიექტების მშენებლობიდან ისტორიული ძეგლების რესტავრაციამდე ყველა სფეროს მოიცავს. მხოლოდ ჯანდაცვის სფეროში მისი საქველმოქმედო ინიციატივები 500 მილიონ აშშ დოლარს უდრის“, - ნათქვამია სტატიაში.


როგორც სტატიაშია აღნიშნული, „მუშის შვილმა, ხუთსულიანი ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა ქონება საბანკო და მეტალურგიულ სექტორებში დააგროვა, როდესაც პრივატიზაციის ეპოქაში კომპანიებს ყიდულობდა რუსეთში და შემდეგ სარფიანი ფასნამატით ყიდდა“. 


სხვა სიახლეები