• Ƀ/$

29 წელი კომუნისტური დიქტატურის ფიასკოდან

28 ოქტომბერი 13:08 | ანალიტიკა

71 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები გაიმართა, რასაც მანამდე მმართველი კომუნისტური პარტიის ფიასკო მოჰყვა.

საბჭოთა კავშირი ფორმალურად დემოკრატიულ სახელმწიფოს წარმოადგენდა, სადაც ყველა რესპუბლიკას სურვილის შემთხვევაში მისი დატოვება შეეძლო, სადაც კონსტიტუციით დაცული იყო სიტყვისა და რწმენის თავისუფლება... რეალობა კი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებისგან 180 გრადუსით განსხვავდებოდა.


მშვიდობიანი წინააღმდეგობაც კი სიკვდილით ისჯებოდა. 9 მარტამდე და 9 აპრილამდე, 1942 წელს გერმანიასთან ომში არწასვლის გამო ორგანიზაცია „სამანის“ წევრი 17 სტუდენტი დახვრიტეს. 70 წლის განმავლობაში არჩებნები სისტემატურად ტარდებოდა, მაგრამ მასში 1 პარტია და 1 კანდიდატი მონაწილეობდა, რომელიც 99.99%-იანი უპირატესობით იმარჯვებდა.


9 აპრილის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებას ნელ-ნელა ძალაუფლება ხელში შემოადნა. ლენინის ძეგლები ყველა დიდი ქალაქიდან აიღეს. ადამიანები კომპარტიას მასობრივად ტოვებდნენ. იმპერიის დასასრული ნათელი გახდა. ერთადერთ კითხვად მისი თარიღი რჩებოდა.


1990 წლის 20 ივნისს თავად სსრ-ს უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომელმაც აღიარა, რომ 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია მოახდინა.


არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 69.88%-მა მიიღო, კომუნისტებმა ხმათა 1/3-ის მიღებაც ვერ შეძლეს. მათი მონაგარი 30%-ს შეადგენდა. „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართელო“-მ კი 54% აიღო.


ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც მთელი მედია: ტელევიზია, რადიო, პრესა კომუნისტებზე მუშაობდა და ეროვნული მოძრაობის დისკრედიტაციას ახდენდა, ამასთან მთელი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი ისევ კომუნისტური პარტიის ხელში რჩებოდა.


ისტორიული არჩევნებიდან 5 თვეში, 1991 წლის 31 მარტს, მთელი საქართველოს მასშტაბით რეფერენდუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ამომრჩეველთა 90.3%-მა მიიღო და მათმა 98.9%-მა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა. დამოუკიდებლობას ხმა მისცეს როგოც აფხაზეთში ასევე ცხინვალის რეგიონშიც. 


რეფერენდუმის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს საქართელოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა.


კიდევ 2 თვის შემდეგ, 1991 წლის 26 მაისს პირველ საპრეზიდენტო არჩევნებზე 87%-ით ზვიად გამსახურდიამ გაიმარჯვა.


მსგავს თემაზე:

კონდოლიზა რაისის განცხადებით 2008 წელს თბილისი ვაშინგტონის ძალისხმევით გადარჩა


2008 წლის ომის დროს გარემოზე მიყენებულმა ზარალმა 1 მლრდ-ს გადააჭარბა


11 წელი აგვისტოს ომიდან - მიზეზები და შედეგები



სხვა სიახლეები