• Ƀ/$

ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძე ბანდიტებს მფარველობს!

12 მაისი 11:59 | INTERNET დაიჯესტი

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მიმართავს სახელმწიფოს, რათა ახალქალაქისა და ნინოწმინდას მოსახლეობის უსაფრთხოება დაიცვას.

"სულ ცოტა ხნის წინ, ახალქალაქში დეპუტატ ენზელ მკოიანის დაჯგუფების წევრებმა სასტიკად ცემეს ახალქალაქის რაიონის სოფელ ხოსპიოს მკვიდრი არტაკ ბარიკიანი და არა ხრიმიანი (კარაგულიანი,)


ჩვენი ინფორმაციით, ბარიკიანსა და ხრიმიანს ფიზიკურად გაუსწორდა არარატ ჰამბარიანი, რომელიც ენზელ მკოიანის დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერია.


მასთან ერთად, ფიზიკურ ძალადობაში კიდევ ორი პირი მონაწილეობდა. არარატ ჰამბარიანი ენზელ მკოიანის კუთვნილი ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის კურატორია.


მივმართავ ხელისუფლებას,- დაიცვას ახალქალაქისა და ნინოწმინდას მოსახლეობის უსაფრთხოება შეირაღებული დაჯგუფებისგან, რომელსაც "ქართული ოცნების" დეპუტატი, ბატონი მკოიანი ხელმძღვანელობს.


დაანებოს თავი ამ ბანდიტების მფარველობას უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ!"- წერს ინაშვილი.


 



სხვა სიახლეები