• Ƀ/$

COVID-19-ის გავრცელების ახალი ეპიცენტრი დასახელდა

20 მაისი 12:07 | INTERNET დაიჯესტი

Spiegel-ის ცნობით, კორონავირუსის გავცელების ახალი ეპიცენტრი შესაძლოა ლათინური ამერიკის ქვეყნები გახდეს. 

 

გამოცემის უწყებით, რეგიონის რამდენიმე ქალაქში ეპიდსიტუაცია ისეთივე მძიმეა, როგორც ამერიკასა და ევროპაში პანდემიის პიკის დროს იყო. 


ეპიდსიტუაცია ყველაზე მძიმეა ბრაზილიაში, სადაც ექიმების განცხადებით, ხელისუფლების უპასუხისმგებლობისა და რბილი შეზღუდვების გამო, ქვეყანაში კორონავირუსით შესაძლოა 100 000 ადმაინი გარდაიცვალოს.


ამ დროისთვის ბრაზილია კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევებით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ქვეყანაში დადასტურებულია ინფიცირების 272 000-მდე ფაქტი და გარდაცვლილია 18 000-მდე ადამიანი.


სხვა სიახლეები