• Ƀ/$

შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენში თავადის გენი?

| INTERNET დაიჯესტი

უნიკალური შინაგანი თვისებები დროთა განმავლობაში არ ხუნდება - თქვენ, უბრალოდ, ან გაქვთ ეს თვისებები, ან არ გაქვთ.

 

შეგიძლიათ, არქივში თქვენი თავადური ფესვების დამადასტურებელი საბუთების ძებნა დაიწყოთ, თუკი:


- შენობაში შესვლისას იქ მყოფთ ყოველთვის ესალმებით, ასევე ემშვიდობებით შენობიდან გამოსვლიას. თუკი რამე მიზეზით ასე არ მოიქეცოით, ეს ძალიან შეგაწუხებთ და შესაძლებლობისთანავე ამ შეცდომას გამოასწორებთ;


- არასდროს ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული საკუთარი მოსაზრების სისწორეში. თუმცა თქვენ შეგიძლიათ როგორც მისი დაცვა, ასევე შეცვლაც შემთხვევაში,  თუკი საწინააღმდეგო მხარე დამაჯერებელ დასკვნებს წარმოგიდგენთ; 


- ხშირად ამბობთ მადლობას, მაშინაც კი, როცა ამის მიზეზს არ გაძლევენ;


- ხშირად საკუთარ თავზე იღებთ დანაშაულს, რადგან არ მიგაჩნიათ, რომ დამნაშავის ძებნა პროდუქტიული იქნება. თქვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია შემდეგი ნაბიჯი - შეცდომის გამოსწორება;


- თქვენ მოგწონთ რიტორიკა და შეგიძლიათ, საკუთარი აზრი ყოველთვის ლამაზი და ზუსტი ფრაზებით გადმოსცეთ;


- თქვენთვის უთავრესია განათლება. განათლება, თქვენი აზრით, ამ ცხოვრებაში ყველაფრის გასაღებია;


- არასდროს აყენებთ შეურაცხყოფას ადამიანებს. თუკი ასეთი რამ მოხდება, საკუთრი ნათქვამი თქვენ უფრო დაგტანჯავთ, ვიდრე ამ სიტყვების ადრესატს.


- არასდროს, არასდროს მოყვებით სხვის საიდუმლოს, თუკი ამით ვინმე დაზარალდება. თქვენ არასდროს იტყვით ისეთ რამეს, რასაც შეილება, ირიბად მაინც, „დასმენა“ ეწოდოს;


- მიიჩნევთ, რომ უხამსობაა, საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, თუ რეალურად რა ხასიათზე ხართ. მაშინაც კი, როცა უსიამოვნება გაქვთ, ამის შესახებ ძალიან ვიწრო წრემ იცის;


- ყოველთვის ისტუმრებთ ვალს. თავად კი ადვილად შეგილიათ გასესხება და არც მოიკითხავთ, რადგან თქვენთვის მთავარია ადამიანური ურთიერთობები;


- თქვენი პოლიტიკური შეხედულებები ყველთვის კრიტიკულია, რადგან გიყვართ სამშობლო და თქვენთვის სულერთი არ არის, რა ეწევა მას თქვენი სიკვდილიდან 100 წლის შემდეგ;


- თქვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის ნაციონალობას, კანის ფერს, გენდერს, სოციალურ სტატუსს. ქვენ პიროვნების შეფასების 2 კრიტერიუმი გაქვთ - მისი მორალური თვისებები და ზნეობრივი თვისებები;


- მოგწონთ ხელოვნება. როცა არტისტიზმიგენში გაქვთ, ის აუცილებლად გამოაჩენს თავს.


სხვა სიახლეები