• Ƀ/$

როდის მიიღებენ სესხების გადავადების შესახებ შეთავაზებებს ფიზიკური პირები

28 მაისი 11:21 | INTERNET დაიჯესტი

როდის მიიღებენ სესხების გადავადების შესახებ შეთავაზებებს ფიზიკური პირები - ამის შესახებ ინფორმაციას "პრიამტაიმი" საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადების საფუძველზე აქვეყნებს.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საბანკო სექტორი ქვეყნის ხელისუფლებასთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად აქტიურადაა ჩართული საპასუხო ნაბიჯების დაგეგმვაში იმ ეკონომიკური გამოწვევების მიმართ, რაც წარმოიშვა COVID-19-ის პანდემიის შედეგად.


ა) ფიზიკური პირების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, რომელმაც COVID-19-ის პანდემიის პირობებში დაკარგა შემოსავლის ძირითადი წყარო, ამის გათვალისწინებით სახელმწიფოსაგან დაენიშნება შესაბამისი დახმარება და აღირიცხება სსიპ – შემოსავლების სამსახურის ბაზაში, საბანკო სექტორისაგან მიიღებს დამატებით საკრედიტო ვალდებულებების შესრულების 3 თვით გადავადების შეთავაზებას იმავე პირობებით, რა პირობებითაც COVID-19-ის პანდემიის საწყის ეტაპზე მიიღეს შეთავაზება მომსახურე კომერციული ბანკისაგან.


ზემოაღნიშნული მომხმარებლები კონკრეტულ შეთავაზებებს კომერციული ბანკებიდან მიიღებენ 2020 წლის 10 ივნისიდან.


ბ) ფიზიკური პირების იმ ნაწილს, რომელიც ვერ მოხვდა სახელმწიფო დახმარების პროგრამაში 2020 წლის 10 ივნისამდე და არ არის აღრიცხული სსიპ – შემოსავლების სამსახურის ბაზაში, მაგრამ დაკარგა ძირითადი შემოსავლის წყარო ან შეუმცირდა შემოსავალი იმ ოდენობით, რომ ვერ უზრუნველყოფს საკრედიტო ვალდებულებების შესრულებას, კომერციული ბანკები თავიანთ მონაცემებზე დაყრდნობით გამოავლენენ და შესთავაზებენ საკრედიტო ვალდებულებების შესრულების 3 თვით გადავადებას იმავე პირობებით, რა პირობებითაც COVID-19-ის პანდემიის საწყის ეტაპზე მიიღეს შეთავაზება. აღნიშნული პირები 2020 წლის 10 ივნისიდან დამატებით მიიღებენ მომსახურე კომერციული ბანკებისაგან ინფორმაციას, რის შემდეგაც შეძლებენ მიმართონ მომსახურე კომერციულ ბანკებს.



2020-05-25შეგიძლიათ თუ არა პრობლემური სესხების „შავი სიიდან“ თქვენი მონაცემების გაუქმება


გ) ყველა იმ პირის კრედიტის რესტრუქტურიზაციის ან/და რეფინანსირების საკითხი, რომელიც არ მოექცევა „ა“ და „ბ“ პუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიაში, განხილული იქნება მათი მხრიდან მომსახურე კომერციული ბანკისათვის მიმართვის შემთხვევაში, ინდივიდუალურად და გადაწყვეტილება მიღებული იქნება მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის, კომერციული ბანკის შეფასების და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით“ – აღნიშნულია განცხადებაში.


ასოციაციაში განმარტავენ, რომ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოქალაქემ მომსახურე ბანკს უნდა მიმართოს.


ფიზიკური პირებისათვის საკრედიტო ვალდებულებების შესრულების გადავადება არ გულისხმობს გადასახდელი კრედიტის ძირითადი თანხის და დარიცხული საპროცენტო სარგებელის გადახდის ვალდებულების გაუქმებას, აღნიშნული თანხები გადანაწილდება კრედიტის შემდგომ პერიოდზე.


პირველად სესხების საპროცენტო განაკვეთის გადასახადი საქართველოში 3 თვით მარტში გადავადდა.


სხვა სიახლეები