• Ƀ/$

Brexit-ის „არქიტექტორს“ რუსეთთან კავშირში ადანაშაულებენ

4 ნოემბერი 17:43 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მთავარი მრჩევლის დომინიკ კამინგსის რუსეთთან შესაძლო კავშირის დადგენას გეგმავს.

გამოცემა The Sunday Times-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის ე.წ. ჩრდილოვანი საგარეო საქმეთა მინისტრმა ემილი თორნბერმა მთვრობას კამინგსის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის დაშვების თხოვნით მიმართა.


შემოწმების მიზანს წარმოადგენდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით შესაძლოა 90-იან წლებში ბორის ჯონსონის მრჩეველი რუსეთში მუშაობდა.


თორნბერის წერილის ასლი აგრეთვე გაიგზავნა ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის (MI5) და დაზვერვის სამსახურის (MI6) ხელმძღვანელებთანაც.


გაზეთ Daily Mirror-ის ინფორმაციით, კაინგსი მონაწილეობდა სამარასა და ევროპას შორის საჰაერო მიმოსვლის ორგანიზებაში. ცნობილია, რომ პროექტი წარუმატებლად დასრულდა.


ბრიტანელი კონსერვატორების ვებ-გვერდზე კამინგს რუსოფილს უწოდებენ, ადამიანს, რომელსაც უყვარს დოსტოევსკი და საუბრობს რუსულად.


ბრიტანულ წრეებში ბორის ჯონსონის მრჩეველი მოხსენიებულია „რუხ კარდინალად“ და „ბრექსიტის არქიტექტორად“. იგი იყო ევროსკეპტიკოსთა მთავარი ორგანიზაციის, Vote Leave კამპანიის დირექტორი. სწორედ მან მოიფიქრა კამპანიისთვის ყველაზე მიმზიდველი ლოზუნგები.


მსგავს თემაზე:

საქართველო–ბრიტანეთს შორის ბრექსიტის შემდგომი ურთიერთობები ორმხრივი შეთანხმებით დარეგულირდება


ბრექსიტი 31 იანვრამდე გადაიდო



სხვა სიახლეები