• Ƀ/$

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს სამედიცინო აქციას სთავაზობს

28 მაისი 16:48 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!

როგორც ქართულ-ჰონალდიურ ჰოსპიტალში განმარტავენ, აქციის პირობების თანახმად, 1 ივნისიდან თითოეული მედიკოსისათვის (ექიმი, ექთანი, სანიტარი) ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი სახის მომსახურება:



  • ნებისმიერ ექიმთან უფასო კონსულტაცია

  • კვლევები (კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენი და ლაბორატორიული კვლევები) ფასდაკლებით

  • ფსიქოლოგიური კონსულტირება და დახმარება უფასოდ

    აგრეთვე, მცირე ქირურგიული ჩარევები ფასდაკლებით:


  • ნაღვლის ბუშტის ქვების/კალკულოზური ქოლეცისტიტი/ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია

  • მუცლის კედლის და საზარდულის თიაქრების ოპერაციული აღდგენა ბადის გამოყენებით

  • ქვედა კიდურის ვენების ვარიკოზული დაავადების ოპერაციული მკურნალობა


მომსახურების მისაღებად დარეკეთ 591540500 ან ეწვიეთ ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალს მისამართზე: გობრონიძის 27.


ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი უსურვებს კოლეგებს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას!


სხვა სიახლეები