• Ƀ/$

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები არ უქმდება

29 მაისი 16:39 | INTERNET დაიჯესტი

ჯანდაცვის მინისტრის მიერ სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციების მიხედვით, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა ადმინისტრაცია ვალდებულია ოთახები სადეზინფექციო ხსნარით 2-საათიანი ინტერვალებით დაამუშაოს.

გარდა ამისა, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს. დოკუმენტის თანახმად, სავაჭრო ცენტრების შესასვლელთან თერმოსკრინინგის კამერის საშუალებით უნდა გაკონტროლდეს პერსონალის/მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით და დაცული უნდა იყოს დისტანცია.


ასევე დაგაინტერესებთ:


რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ სავაჭრო ცენტრებს


სხვა სიახლეები