• Ƀ/$

ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი ლარის მაღალი კურსის გავლენის შედეგიცაა

5 ნოემბერი 14:14 | ფინანსები

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, ერთგვარად, ლარის მაღალი კურსის გავლენის შედეგია.

„კურსის ცვალებადობა აისახება ფასებზე და მოქალაქეების მსყიდველობითუნარიანობაზე, რომელთაც შემოსავალი ლარში აქვთ, ხოლო ვალდებულებები დოლარში“, – უთხრა ჟურნალისტებს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ.


ბიზნესომბუდსმენი ყოველივე ზემოხსენებულს გლობალური ეკონომიკაში და რეგიონში მიმდინარე პროცესებსაც უკავშირებს.


„დოლარიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, კურსის ცვალებადობა აისახება ფასებზე და აისახება იმ მოქალაქეების მსყიდველობითუნარიანობაზე, რომელთაც აქვთ შემოსავალი ლარში და ვალდებულებები დოლარში. ამიტომ, მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი ერთგვარად, მაღალი კურსის გავლენის შედეგია. კურსი ერთ-ერთი გამოწვევაა დღეს ბიზნესისთვისაც, რადგანაც გაძვირებული პროდუქცია და შემცირებული მსყიდველუნარიანობა მათ გაყიდვებზეც აისახება“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


ბიზნესომბუდსმენი გამოსავალს ქვევყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების ხელშეწყობასა და რეგულაციების შერბილებაში ხედავს


„ვფიქრობ, მაქსიმუმია გასაკეთებელი, რომ ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობა გაიზარდოს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გამოწვევებზე და მათ შორის ვასახელებთ სხვადასხვა ტიპის რეგულაციას, ესეც არის ერთ-ერთი გავლენის მომხდენი. არ უნდა დავამძიმოთ ჩვენი ეკონომიკა ისე, რომ ამან გადაწონოს უპირატესობები, რაც გაგვაჩნია – ეს არის დაბალი გადასახადები, მაღალი უსაფრთხოება თუ ჩვენი ლოგისტიკური უპირატესობები“, – მიაჩნია ირაკლი ლექვინაძეს.


მისივე აზრით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რაც მომავალში ლარის კურსს უფრო მიზანშეწონილ მაჩვენებელზე გაიყვანს.


ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 5 ნოემბერს $1/2.9653–ს შეადგენს.


სხვა სიახლეები