• Ƀ/$

გადაიწევს თუ არა სწავლის დაწყების თარიღი?

1 ივნისი 13:25 | INTERNET დაიჯესტი

 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდთან თანაცხოვრება სექტემბერშიც მოუწევს საზოგადოებას და ამისთვის ბავშვების მომზადებაა საჭირო.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესის დაწყების თარიღის გადაწევა ჯერჯერობით არ არის მოსალოდნელი.


„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ არ მიგაჩნია, რომ შეიძლება სასწავლო პროცესმა გადაიწიოს, თუმცა ჩვენც, ისევე როგორც სხვა ქეყნები, ვემზადებით იმისთვის, რომ ახლა, ისევე როგორც სექტემბერში, მოგვიწევს კოვიდთან თანაცხოვრება. შესაბამისად ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესებისთვის, რათა მათ შეძლონ შეუფერხებლად განაგრძნონ სწავლა”, – განაცხადა მინისტრმა.


 


სხვა სიახლეები