• Ƀ/$

ზუზუ ბეჟაშვილი 44 წლის გახდებოდა

2 ივნისი 15:44 | INTERNET დაიჯესტი

პირველ ივნისს ზუზუ ბეჟაშვილი 44 წლის გახდებოდა. მსახიობის მეგობარი მომღერალი ვერიკო ტურაშვილი გუშინ თავის შვილებთან ერთად ზუზუს დედას სტუმრობდა და როგორც მომღერალი „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, ქალბატონი ციალა ძალიან გაახარა.

 


ვერიკო ტურაშვილი: – ციალა დეიდამ სამივეს დაგვახვედრა საჩუქრები. შვილის დაბადების დღეზე ჩვენ დაგვასაჩუქრა. მას არა უშავს, ჯანმრთელობის მხრივ არაფერს უჩივის.


მეორე შვილთან, ზუზუს ძმასთან, კახასთან და მის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ისეა, როგორც ასეთ მდგომარეობაში არიან დედები… უხარია ზუზუს მეგობრების ნახვა და ბედნიერია, რომ მისი შვილი ახსოვთ და უყვართ.


ახლა რომ ცოცხალი ყოფილიყო, იცით, რას იზამდა?! არავითარ წესს არ დაიცავდა და ყველგან იტყოდა, კორონა მაქვსო, სულ ყველგან. მაგაზე მე და მისი მეგობრები ვხუმრობთ და ბევრს ვიცინით, ამ კარანტინის პირობებში რას იზამდა და რას იტყოდა…


ძალიან მაკლია ზუზუ, სულ მაკლია. ყველაზე მეტად იცით, როდის? ახალ სიმღერას რომ ჩავწერდი, პირველს მას ვასმენინებდი. ზუზუ იყო ჩემი, როგორც მომღერლის, ყველაზე დიდი გულშემატკივარი.


ისე ვეღარ ვიცინი, როგორც ის მაცინებდა. მომენატრა ეგ ცანცარა.


სხვა სიახლეები