• Ƀ/$

უცხოური მედია საქართველოზე: იოლია ეს ქვეყანა შეგიყვარდეს და ყოველ შემდეგ კვირას მოგინდეს დაბრუნება, თუნდაც ხაჭაპურის დასაგემოვნებლად

4 ივნისი 10:35 | INTERNET დაიჯესტი

უცხოური მედია მოგზაურობის მსურველებისთვის სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც საუბრობს.

სტატიის ავტორი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის საქართველოზეც საუბრობს და მოგზაურობის მოყვარულებს მოუწოდებს, ეწვიონ საქართველოს მთავრობის გვერდს ინტერნეტში, სადაც ტურისტებისთვის აუცილებელი ინფორმაციაა მითითებული სამოგზაურო შეზღუდვების შესახებ:


„საღამოობით სულ უფრო ცხელა და ადამიანს მით უფრო უნდება რეალური საზაფხულო დასვენება - პალმის ხეებით, ჭიქაში ჩაყრილი ყინულის ნატეხებით - და ამ ფიქრებში გართულს, თითქოსდა ინსტინქტურად გაგირბის ფეხი ზღვისკენ. ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება ბევრ ქვეყანაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საზღვრები მალე გაიხსნება მოგზაურთათვის. რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოაცხადა ეს ჯადოსნური დღე. მოგზაურობის დაგეგმვის დრო დგება. მის გარეშე წელს არ გამოვა!“, - აღნიშნულია სტატიაში.


სტატიის ავტორი საქართველოში დასვენების მსურველებს ურჩევს, მოგზაურობა კახეთის რეგიონიდან დაიწყონ. შემდეგ მოინახულონ ანანური, მცხეთა და დააგემოვნონ ქართული კერძები:


„საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, ხორვატია, საქართველო.


თბილისში დღის ცხოვრება ისეთი მჩქეფარეა, როგორც მთის სწრაფი მდინარე. იოლია ეს ქვეყანა შეგიყვარდეს და ყოველ შემდეგ კვირას მოგინდეს დაბრუნება, თუნდაც ხაჭაპურის დასაგემოვნებლად. ივლისში ეს ვარიანტი ბრუნდება ჩვენს არჩევანში! ეწვიეთ საქართველოს მთავრობის გვერდს ინტერნეტში, სადაც ტურისტებისთვის აუცილებელი ინფორმაციაა მითითებული სამოგზაურო შეზღუდვების შესახებ.


დასვენება დაიწყეთ კახეთის რეგიონის ცნობილ ალაზნის ველზე გადაჭიმული ვენახებიდან. სიღნაღში გემო გაუსინჯეთ „რქაწითელსა“ და „საფერავს“, მაგრამ ფრთხილად იყავით „ჭაჭასთან“, რადგან ცეცხლივით წვავს! შემდეგ გაემგზავრეთ ანანურში, თუ ციხესიმაგრეები და ისტორია გიზიდავთ. ეს მე-17 საუკუნის ისტორიული ძეგლი ნამდვილად შთამბეჭდავია! თბილისისკენ მიმავალ გზაზე გაჩერდით საქართველოს პირველ დედაქალაქში და სვეტიცხოვლის ტაძარი მოინახულეთ მცხეთაში. ზემოთ აიხედეთ და დატკბით დეკადენტური ფრესკებით, თან კისერს უფრთხილდით - არ მოგძვრეთ ამ სილამაზის ცქერაში. აქ დაივიწყეთ კალორიების თვლა, რადგან საქართველოში კერძები სიამოვნებისთვის იქმნება და არა თვითგვემისთვის (მომატებული წონის გამო). ბოლოს და ბოლოს დასასვენებლად ხართ ჩამოსული!“,- აღნიშნულია სტატიაში.


სხვა სიახლეები