• Ƀ/$

102 წელი ბოლშევიკური გადატრიალებიდან, ტოტალური ექსპერიმენტი და 100 მლნ-იანი მსხვერპლი

7 ნოემბერი 16:28 | ანალიტიკა

ბოლშევიკური გადატრიალებიდან 102 წელი გავიდა. 1917 წლის 7 ნოემბერს, პეტერბურგში ზამთრის სასახლის აღებას შემდგომი 75 წლის მანძილზე მსოფლიო მასშტაბით სახელმწიფოების საზღვრბის ცვლილება, იქამდე არნახული რეპრესიები და 100 მლნ-იანი მსხვერპლი მოჰყვა. 

საბჭოთა კავშირის დროს კომუნისტები მეფის დამხობას იბრალებდნენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი - ნიკოლოზ II  ტახტიდან 1917 წლის მარტში გადადგა, 8 თვის შემდეგ ბოლშევიკებმა არა მეფე არამედ დროებითი მთავრობა დაამხეს, თავად იმპერატორი კი ოჯახის წევრებთან და მსახურებთან ერთად 1918 წლის ივლისში დახვრიტეს.


გადატრიალების შემდგომ დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელიც 1923 წლამდე გაგრძელდა და რომელსაც სხვადასხვა მონაცემებით 7-დან 12 მლნ-მდე ადამიანი შეეწირა. უკვე პირველ 6 თვეში ბოლშევიკებმა იმაზე მეტი ადამიანი დახვრიტეს ვიდრე იქამდე 1 საუკუნეში მეფის რუსეთმა.



1920 წლიდან წითლების ნელ-ნელა გამოიკვეთა წითლების უპირატესობა. ამის პარალელურად მოსკოვმა იმპერიის აღდგენაც დაიწყო. აზერბაიჯანმა და სომხეთმა დამოიკიდებლობა 1920 წელს დაკარგეს, საქართველომ - 1921 წელს. საბჭოთა კავშირი ოფიციალურად 1922 წლის 30 დეკემბერს შეიქმნა, თუმცა ბალტიის ქვეყნების ოკუპაცია 1939 წლამდე ვერ მოახერხა.


ჰოლოკოსტამდე 8 წლით ადრე, 1932-1933 წლის ზამთარში მოსკოვმა გენოციდი უკრაინელებს მოუწყო. ჰოლოდომორს 5-დან 7 მლნ-მდე ეთნიკურად უკრაინელი ემსხვერპლა. სოფლებში მოსახლეობას სახლებში უცვივდებოდნენ და უკანასკნელ თეფშ საკვებს ართმევდნენ. НКВД-ს ჯარი მოსახლეობას სოფლის დატოვების ნებას არ აძლევდა, ვინც მაინც ახერხებდა გაპარვას, გადარჩენის გარანტია ვერც ქალაქში ნახულობდა. კანიბალიზმი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, შიმშილისგან ფსიქიკაშერყეული ადამიანები საკუთარ შვილებს ხოცავდნენ და ჭამდენენ.



1936-1938 წლებში დიდი ტერორის დროს 2 მლნ-მდე ადამიანი დახვრიტეს, 3-ჯერ მეტი გულაგებში არაადამიანურ პირობებში დაიხოცა. რეპრესირებულთაგან ანტისაბჭოთა განწყობას მხოლოდ მცირე მათგანი აფიქსირებდა, ასეთ ადამიანებს 20-იან წლებში გაუსწორდნენ, 30-იან წლებში კი საკუთარი პარტიის წევრებზე და იმ ადამიანებზეც გადავიდნენ რომლებმაც წერა-კითხვაც არ იცოდნენ და პოლიტიკაში ჩარევის არც სურვილი და არც შესაძლებლობა გააჩნდათ.


საქართველოში განსაკუთრებული სისატიკით 1924 წლის აჯანყება ჩაახშეს. 1 კვირაში მოკლულთა და გაუსამართლებლად დახვრეტილთა რიცხვმა 12 000-ს გადააჭარბა. 1921-1938 წლებში საქართველოსი 70 000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს ან დახვრიტეს, მათ შორის: ლევან რაზიკაშვილი, კოტე აფხაზი, ვალიკო ჯუღელი, მიხა ხელაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი, ტიციან ტაბიძე, ვახტანგ კოტეტიშვილი, დიმიტრი შევარდნაძე, ევგენი მიქელაძე, გიორგი ელიავა, მემედ აბაშიძე, გიორგი მაზნიაშვილი, ვლადიმერ ჯიქია, პეტრე ოცხელი, ნიკოლო მიწიშვილი, ბესარიონ ჭიჭინაძე...



1941-1945 წლებში მეორე მსოფლიო ომს საქართველოდან 300 000 ადამიანი მოსახლეობის 10% შეეწირა, მაშინ როცა ოკუპირებულ საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაში მსხვერპლი მოსახლეობი 0.5-2 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა.


ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა კავსირში ოფიციალურად სხვა ახალი რესპუბლიკა აღარ შესულა, მაგრამ მოსკოვმა შეძლო და დაიმორჩილა: ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხოსლოვაკეთი, აღმოსავლეთ გერმანია, პოლონეთი, უნგრეთი. ეს ქვეყნები დამოუკიდებლობას მხოლოდ ფიქტიურად ინარჩუნებდნენ რისი ნათელი დასტურიც 1956 წელს უნგრეთის აჯანყების და 1968 წელს პრაღის გაზაფხულის ჩახშობაა.


სტალინის სიკვდილის შემდეგ რეპრესიების მასშტაბით შემცირდა, მაგრამ არსბითად არაფერი შეცვლილა. 1956 წელს თბილისში დემონსტრაციის დახვრეტას 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა, უნგრეთში შეჭრას კი 3000. რეპრესიები გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროსაც არ შეწყვეტილა. 1989 წელს თბილისში, 1990 წელს ბაქოში და 1991 წელს ვილნიუსში მშვიდობიან მომიტინგეებს სასაკლაო მოუწყეს.


აღსანიშნავია, კომუნისტურმა მმართველობამ ყველაზე მეტი ადამიანი არა საბჭოთა კავსირში არამედ ჩინეთში შეიწირა. მაოს რეპრესიებს და გაუაზრებელ რეფორმებს 60 მლნ ადამიანი ესმხვერპლა. თუმცა სისასტიკის რეკორდი მაინ კამბოკელ პოლ-პოტას ეკუთვნის რომელმაც სულ რაღაც 4 წელიწადსი 1975-1979 წლებში საკუთარი მოსახლეობი 30% ფიზიკურად გაანადგურა.


კომუნიზმი კლასიკური გაგებით, სადაც ფული არ უნდა არსებულიყო, არსად დამდგარა, დღეს მასთან ყველაზე ახლოს ჩრდილო კორეა კუბა და ვენესუელა დგას. ვენესუელის ნავთობის დამტკიცებული მარაგი აშშ-ის, რუსეთისა და ირანის ჯამურ მაჩვენებელს აღემატება. თუ რა განსხვავებაა ორ კორეას შორის იმის ასახსნელად ეს ერთი ფოტოც საკმარისია.



მსგავს თემაზე:

2008 წლის ომის დროს გარემოზე მიყენებულმა ზარალმა 1 მლრდ-ს გადააჭარბა


რა დავუპირისპიროთ რუსული საინფორმაციო არმიის აღჭურვილობას?


მაინც რა დაემართა ვენესუელას?


რა დავუპირისპიროთ რუსული საინფორმაციო არმიის აღჭურვილობას? (ნაწილი II)


11 წელი აგვისტოს ომიდან - მიზეზები და შედეგები



სხვა სიახლეები