• Ƀ/$

ჩინეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 49%-ით გაიზარდა

7 ნოემბერი 18:09 | ეკონომიკა

ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ ტურისტული კომპანიის Ctrip-ის უფროსმა დირექტორმა ჩარლზ ლიუმ, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდის პერსპექტივაზე ისაუბრა. 

ჩარლზ ლიუს განცხადებით, ტურიზმის თვალსაზრისით, საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია - ეს არის მისი ადგილმდებარეობა, სათხილამურო კურორტები, მდიდარი ისტორია და შესანიშნავი საკვები და ღვინო. „ვგულისხმობ, რომ საქართველოში ტურიზმის უამრავი სექტორია. თქვენ ასევე გაქვთ ბათუმი და ულამაზესი სანაპირო ზოლი“ - აღნიშნა ჩარლზ ლიუმ.


ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოში ადვილია ვიზის მიღება. მისი თქმით, უპირატესობაა ისიც, რომ ქვეყანას უკვე აქვს ელექტრონული ვიზა და პირდაპირი ფრენები პეკინიდან თბილისში, რაც ასევე ძალიან მოსახერხებელია.


„მტკიცედ მჯერა, რომ სულ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვა საქართველოში,“- განაცხადა Ctrip- ის უფროსმა დირექტორმა.


2018 წელს საქართველოს ჩინეთიდან 2017 წელთან შედარებით 75%-ით მეტი 31 855 ვიზიტორი ეწვია, 2019 წლის 9 თვეში კი 34 901, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48.9%-ით მეტია.


 

მსგავს თემაზე:

ჩინეთი მზის ელექტროსადგურების სიმძლავრეს აორმაგებს


5G ინტერნეტის ინდუსტრიაში ჩინეთი წინაურდება



სხვა სიახლეები