• Ƀ/$

ირანში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

8 ნოემბერი 10:56 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ირანში ადგილობრივი 8 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 05:47-ზე მაგნიტუდით 5.8 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

მიწისძვრის ეპივენტრი აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ქალაქ ჰასთრუდიდან 57 კმ-ში მდებარეობდა. ჰიპოცენტრი 10 კმ სიღრმეზე.


ირანი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს სადაც ძლიერი მიწისძვრები ხშირად ხდება. გასულ წელს მიწისძვრების შედეგად ირანში 360 ადამიანი დაიღუპა, 2017 წელს - 400-ზე მეტი. XXI საუკუნეში ირანში ყველაძე ბევრი - 26 000 ადამიანი 2003 წელს მაგნიტუდით 6.6 სიმძლავრის მიწისძვრამ იმსხვერპლა.  


სხვა სიახლეები