• Ƀ/$

ნივთები, რომელიც სამზარეულოში ყველა დამწყებ კულინარს უნდა ჰქონდეს

5 ივნისი 20:17 | კომპანიები

კარანტინის პერიოდში უმრავლესობამ საკუთარ თავებში მიძინებული კულინარიული ნიჭი აღმოვაჩინეთ. გასული სამი თვის განმავლობაში ხომ სოციალური ქსელები მართლაც რომ წალეკა გემრიელად მომზადებულმა კერძებმა. მათ შორის, უდავო ლიდერები სახლში გამომცხვარი პური, მარწყვის ტორტი და ხორციანი კერძები აღმოჩნდნენ. ამან კი დაგვანახა, რომ თუკი უფრო გემრიელად და თან ჯანსაღად და სწრაფად კვება მოგვწონს, მაშინ აუცილებლად უნდა გვქონდეს ეს რამდენიმე ნივთი სამზარეულოში.

აქვე გირჩევთ, რომ თუ ამ ნივთების შეძენას დავაპირებთ, აუცილებელია, სამზარეულოში წინასწარ გამოვათავისუფლოთ მათთვის ადგილები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკა დიდ ადგილს იკავებს, ჩვენთვის ისინი სულ მალე შეუცვლელები გახდებიან.


მულტისახარში ქვაბი


რა სჯობია ისეთ დანადგარს, რომელშიც კერძს და მის გარნირს ერთდროულად ამზადებ და არანაირი დამატებითი ტაფის თუ ქვაბის გასვრა არ გიწევთ? მულტისახარში ქვაბი, ერთი შეხედვით, მრავალსულიანი ოჯახებისთვისაა საჭირო. თუმცა მისი ფუნქციებით აღფრთოვანებულები ის ადამიანებიც დარჩებიან, რომლებსაც სურთ ჯანსაღად და სწრაფად იკვებონ, აკონტროლონ კალორიები, ცხიმები, ქოლესერინი და თან, რა თქმა უნდა, გემრიელადაც მიირთვან.


თანამედროვე ტექნოლოგიებმა ჩვენი დატვირთული გრაფიკის საპასუხოდ ჯანსაღი კვები იდეალური ალტერნატივა შემოგვთავაზა. მისი არჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ სიმძლავრეს, მოცულობას, რეჟიმებს და დიზაინს. დღესდღეობით თითქმის ყველა მულტისახარში ქვაბი რეჟიმების გარკვეულ სტანდარტებს იზიარებს და ესენია: ორთქლზე ხარშვა, გამოცხობა, გაცხელება, ექსპრეს-ხარშვა, წვნიანის მომზადება, თევზისა და ხორცის შეწვის შესაძლებლობა, იოგურტისა და ფრის მომზადება, პურის გამოცხობა და ცომის მოზელა.


აეროგრილი


აეროგრილის პირველ ჯერზე არასწორი მოხმარებით უამრავი იმედგაცრუებული დამწყები კულინარი არსებობს. არის შემთხვევები, როცა პირველივე წარუმატებელი ცდის შემდეგ აეროგრილს ყუთში მიუჩენენ ხოლმე ადგილს, არადა აეროგრილი იდეალური მოწყობილობაა ყველასთვის, ვისაც გემრიელად და ჯანსაღად კვება სურს, მისი შექმნის მიზანიც ხომ ესაა: მოამზადოს გემრიელი კერძი ოჯახისთვის ან მეგობრული წვეულებისთვის მარტივად, სწრაფად და იყოს ჯანსაღი. მისი შეძენის დროს აუცილებლად დააკვირდით რეჟიმებს: რამდენი განსხვავებული პროდუქტის მომზადება შეუძლია მას: ხორცი, თევზი, ფრინველი, ცხობა, ბოსტნეული. ეს პირდაპირ კავშირშია მისი ვენტილატორის სიჩქარესთან, ცხაურის მდებარეობასთან და სიმძლავრესთან. იმის გამო, რომ აეროგრილი საკმაოდ დიდია, აუცილებელია თქვენს სამზარეულოში წინასწარ შეარჩიოთ ერთი კონკრეტული ადგილი, სადაც აეროგრილს მუდმივად მოათავსებთ, რადგან მისი ყოველჯერზე ყუთიდან ამოღება და შენახვა შრომატევადი პროცესია.


სამზარეულოს სასწორი


სამზარეულოს სასწორი შეუცვლელი დანადგარია ახალშობილების მშობლებისთვის და დიეტაზე მყოფებისთვის. მთავარი რჩევა, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თუკი დიეტაზე ხართ, არის ის, რომ ნებისმიერი საკვები უნდა აწონოთ უკვე მომზადებული და გამოაკლოთ ჭურჭლის წონა, რადგან, მაგალითად, 100 გრამი უმი ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა და ა.შ. გაცილებით მეტ კალორიას შეიცავს, ვიდრე - 100 გრამი მომზადებული.


პურის საცხობი


კარანტინის პერიოდში ფეისბუქი მართლა წალეკა სახლში მომზადებული გემრიელი და სურნელოვანი პურების ფოტოებმა და არამხოლოდ საქართველოში, არამედ - მთელ მსოფლიოშიც. ადამიანებმა თითქოს ახლა აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია პურის სახლში გამოცხობა და რომ ის არანაკლებ გემრიელი გამოდის, ვიდრე - ნაყიდი. ამიტომაც, რატომ უნდა დაველოდოთ შემდეგ კარანტინს, თუკი სახლში გამომცხვარმა პურმა ოჯახის ყველა წევრი აღაფრთოვანა?


როგორ ავირჩიოთ პურის საცხობი? ნებისმიერ ბიუჯეტურ მოდელს 4 ძირითადი პროგრამა გააჩნია: სტანდარტული, დაჩქარებული, ცომის მოზელვა და ცხობა. ზოგადად, პურის საცხობებში პროგრამების რაოდენობა 20-ს აღწევს. მრავალფუნქციურ პურის საცხობებს მრავალფეროვანი პროგრამები გააჩნიათ: საფუარის თუ მარილის გარეშე; ფუნთუშები დამატებითი ინგრედიენტებით, მდოგვიანი პური, დიეტური გლუტენის გარეშე, კექსი, ჭვავის პური, თაფლიანი თუ არაჟნიანი პურები, გოგრიანი პური, ფრანგული ბაგეტი და ა.შ. თუკი პურის დაბრაწული ქერქის გამო ოჯახის წევრის გაწირვაც კი შეგიძლიათ, მაშინ აუცილებლად უნდა იკითხოთ, აქვს თუ არა საცხობს ქერქის დაბრაწვის დონის კონტროლი.


სამზარეულო კომბაინი


სამზარეულოს კომბაინსა და ბლენდერს შორის განსხვავებას შესაძლოა ბევრი გამოუცდელი და დამწყები კულინარი ვერ ხვდებოდეს. ამიტომ მის დასამახსოვრებლად ერთ მარტივ გზას გთავაზობთ: კომბაინს გაცილებით მეტი ფუნქცია აქვს, ვიდრე მის მონათესავე სამზარეულოს წვრილ ტექნიკას ერთად აღებულს და ესენია: ბლენდერი, ხორცსაკეპი, წვენსაწური, ყავის საფქვავი, ყინულის სამტვრევი, მიქსერი და ა.შ.


სანამ ამ უმნიშვნელოვანესი ნივთის შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაათავისუფლეთ ადგილი თქვენს სამზარეულოში, იმიტომ რომ კომბაინს (თავისი ყველა ნაწილისა და დეტალის ჩათვლით) დიდი ადგილი სჭირდება. თუმცა ეს ნუ შეგაშინებთ: კომბაინი ნამდვილად უამრავ ნივთს ჩაანაცვლებს.


თითოეული ნივთის ყიდვა სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ www.grandel.ge-ზე შეგიძლიათ. კომპანია „გრანდ ელექტრონიქსი“ საქართველოში უკვე 25 წელია, რაც წარმატებით მუშაობს. გარდა ოთხი ფილიალისა, „გრანდ ელექტრონიქსში“ წარმატებითაა დანერგილი ონლაინ-გაყიდვების პრაქტიკაც. ონლაინვეა შესაძლებელი განვადების გაკეთებაც. რაც ყველაზე მთავარია, ნივთს იმდღესვე მოგართმევენ სახლში, ამიტომაც შეკვეთის განთავსებიდან, პირველი რაც უნდა გააკეთოთ ისაა, რომ აუცილებლად გაათავისუფლოთ სამზარეულოს თარო და შემდეგ პირველივე გემრიელი კერძის ინგრედიენტები მოიმარაგოთ.


სხვა სიახლეები