• Ƀ/$

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება

8 ნოემბერი 15:54 | მედია ბიზნესისთვის - M2B

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 9 ნოემბერს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებსა და ქუჩის მონაკვეთებს: მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გიორგი მიროტაძის ქუჩიდან - გიორგი სააკაძის მოედნამდე; ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, ჰეიდარ ალიევის ბაღიდან - პეტრე ბაგრატიონის მოედნამდე; დავით გურამიშვილის გამზირზე - „კინო საქართველოდან“ - მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ და ქეთევან წამებულის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან - „ისნის“ მეტროსადგურამდე.


სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.


სხვა სიახლეები