• Ƀ/$

დუბაი - როგორ იქცა მეთავზეების პატარა სოფელი ცათამბჯენებიან მეგაპოლისად

16 ნოემბერი 12:04 | ანალიტიკა

დუბაის დღეს ყველა ცათამბჯენების იცნობს, სადაც ავტოსადგომზე გვერდი-გვერდ დაყენებული Bugatti, Maybach, Bentley და Ferrari ყურადღებას აღარ იქცევს, მაგრამ ეს უსაზღვრო ფუფუნების ქალაქი ერთ დროს მეთევზეთა სოფელს წარმოადგენდა. 

დასაწყისში უნდა აღინიშნოს, რომ დუბაი არაა არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქი. საემიროების დედაქალაქი აბუ დაბია და დუბაი აბუ დაბიდან 130 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს თუმცა ისეთივე მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის როგორც ნიუ-იორკს შეერთებული შტატებისათვის.


პირველი ჩანაწერები დუბაის შესახებ 1095 წლიდან გვხდება. 2 საუკუნის წინ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა რიცხვი 7-8 ათასს შეადგენდა. 1892 წლიდან საემიროებში ბრიტანეთი გამოჩნდა და დუბაიც მის მმართველობაში გადავიდა.


ნავთობამდელ პერიოდში, რეგიონის სხვა ქვეყნების მსგავსად საემიროებსაც უჭირდა. დუბაილ ელექტროფიცირება მხოლოდ II მსოფლიო ომის შემდეგ 50-იან წლებში დაიწყო.


საემიროებში ნავთობის მსხვილი მარაგები 60-იანი წლების ბოლოს აღმოაჩინეს. 1971 წლის 2 დეკემბერს ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა ოქროს ხანის დაწყების მიზეზი გახდა. ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობა დაახლოებით 60-ჯერ გაიზარდა და 3 მლნ-ს გადააჭარბა.



სხვა არაბული ქვეყნებისგან განსხვავებით საემიროები ნავთობის საშუალებით კი გამდიდრდა, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილებულა. დღეს ნავთობზე ქვეყნის ეკონომიკის 5%-ზე ნაკლებიღაა დამოკიდებული, რაც ფასების რყევისგან გამოწვეულ შოკებს გამორიცხავს. ქვეყანაში არ მოქმედებს შარიათის მკაცრი კანონები და არც ისლამისტი ფუნდამენტალისტები ხოცავენ უდანაშაულო ადამიანებს.


დუბაიში ტურისტების რაოდენობა წლიურად 20 მლნ-ს აღწევს. სანახავი მართლაც ძალიან ბევრია:


1) ბურჯ-ხალიფა. ბურჯ-ხალიფა 2010 წლიდან დღემდე პლანეტის ყველაზე მაღალი შენობა. მისი სიმაღლე 828 მეტრს უდრის, რაც ტაივანში 5 წლით ადრე დაფიქსირებულ რეკორდზე 321 მეტრით მეტია. ტაიპეი 101-ის სიმაღლე 508 მეტრია და დღეს მე-11 ადგილს იკავებს. ბურჯ ხალიფას თავდაპირველად „ბურჯ დუბაი“ უნდა რქმეოდა, მაგრამ 2008 წლის კონომიკური კრიზისი მის მშენებლებსაც შეეხოთ და მმართველი ხალიფას ფინანსური დახმარების გამო ცათამბჯენმა სახელი შეიცვალა. მისი მშენებლობა საერთო ჯამში $1.5 მლრდ დაჯდა. შენობის ეზოშია მსოფლიოს უდიდესი, მაგრამ არა უმაღლესი მოცეკვავე შადრევანი. ყოველი ახალი წლის ღამეს კოშკიდან გრანდიოზული ფეიერვერკი ეშვება, რასაც 2018 წლიდან ლაზერშოუც დაემატა.




2) ბურჯ-ალ-არაბი. დუბაიში არამხოლოდ ყველაზე მაღალი ცათამბჯენი, ყველაზე მაღალი სასტუმროც მდებარეობს, ეს კი ზღვაში, ნაპირიდან 280 მეტრის მოშორებით მდებარე 321 მეტრის სიმაღლის (სასტუმროს ნომრები 210 მეტრამდეა)  ბურჯ-ალ-არაბია. მისი მშენებლობა 1994 წელს დაიწყო და 1999 წელს დასრულდა. სასტუმროს 7 ვარსკვლავი აქვს მინიჭებული. მასში 202 ნომერია განთავსებული და 1 ღამის ფასი $2000-დან იწყება და $24 000-მდე ადის.




3) პალმ-ჯემეირა. პალმის კუნძულები, იგივე პალმ ჯიმეირა სპარსეთის ყურეში 2001-2009 წლებში შენდებოდა, თუმცა არქიპელაგის განვითარება დღემდე გრძელდება. სანაპირო ხაზის სიგრძე 5.4 კილომეტრს შეადგენს და მასზე ძირითადად ლაქშერი კლასის სასტუმროებია განთავსებული. 2007 წელს ჯერ კიდევ მშენებარე კომპლექსი უკვე გახდა ყველაზე დიდი ხელოვნური ნაგებობა რაც კი ადამიანს ოდესმე ზღვაში აუშენებია. ტერიტორიული სიმცირისა და ტურისტულად უფრო მიმზიდველი გარემოს შექმნის სურვილის გარდა, კუნძულების აშენება რელიგიურმა ფაქტორმაც განაპირობა, სიახლემ უცხოელებზე მიწის გაყიდვა შესაძებელი გახადა.




დუბაის ეკუთვნის რეგიონში ყველაზე დიდი და მსოფლიო მასშტაბით სიდიდით მე-10 პორტი, რომელმაც 2018 წელს 15 მლნ კონტეინერი მიიღო.


2018 წელს დუბაის აეროპორტი 89 მლნ მგზავრს მოემსახურა და ამ მხრივ მე-3 ადგილი დაიკავა. მას მხოლოდ ატლანტისა და პეკინის აეროპორტებმა გაასწერეს. მგზავრთნაკადი დუბაის აეროპორტში 8 წელიწადში 42 მლნ-ით გაიზარდა. 2010 წელს დუბაის აეროპორტი 47 მლნ მგზავრით მე-13 ადგილს იკავებდა.


დუბაიში მდებარეობს ასევე ცნობილი შეიხ რაშიდის 667 მეტრიანი ხიდი, რომელიც 2 ხელოვნურ კუძულს ერთმანეთთან აკავშირებს.



2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, დუბაიში ცათამბჯენების რაოდენობისა და სხვა მსოფლიო მასშტაბის პროექტების განხორციელების ზრდის ტემპი, შედარებით შემცირდა, თუმცა ქალაქი ზრდა-განვითარებას მაინც განაგრძობს. ქალაქი ახლა მსოფლიო გამოფენა EXPO 2020-ისთვის ემზადება, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში გაიხსნება და სადაც აქცენტი ტექნოლოგიებზე და მომავლის კონცეფციებზე გაკეთდება.


2020 წელს დუბაი ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მქონე ქალაქის სტატუსს დაკარგავს. საუდის არაბეთში ქალაქ ჯედაში 1007 მეტრის სიმაღლის Jeddah Tower იხსნება, მაგრამ საუდიტების სიხარული მხოლოდ 1 წელს გასტანს. 2021 წელს დუბაიში Creek Tower გაიხსნება, რომლის სიმაღლეც სავარაუოდოდ 1300 მეტრს მიაღწევს, რაც იმაზე მაღალია ვიდრე ერთმანეთზე დადგმული 9 Biltmore Tbilisi.



მსგავს თემაზე:

ნიუ-იორკი - რუსეთზე დიდი ეკონომიკა


2050 წელს ქალაქებში დღევანდელზე 3 მილიარდით მეტი ადამიანი იცხოვრებს


დუბაიში მცურავ ბაზარს აშენებენ


XXI საუკუნის ცათამბჯენები და უჩვეულო არქიტექტურული ნაგებობები


დუბაიში ყოველ მეოთხე შენობას 3D პრინტერზე დაბეჭდავენ


2035 წლისთვის მსოფლიოს 10 უდიდეს ქალაქში 324 მლნ ადამიანი იცხოვრებს



სხვა სიახლეები