• Ƀ/$

ლიბერთი ბანკის და ევექსი კლინიკების ერთობლივი სოციალური პასუხისმგებლობის მასშტაბური პროექტი

11 ივნისი 14:20 | კომპანიები

დღეიდან ლიბერთის და ევექსი კლინიკების ერთობლივი სოციალური პასუხისმგებლობის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის ფარგლებში, სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიის მიმღები პირები, სამედიცინო და სტომატოლოგიურ პროცედურებზე სპეციალურად მათთვის შემუშავებული, ყველაზე მაღალი ფასდაკლებით ისარგებლებენ. მომსახურების მიღება შესაძლებელია, მთელი საქართველოს მასშტაბით 6 რეგიონში, ევექსის 32 კლინიკაში და ქსელში არსებულ სტომატოლოგიურ კაბინეტებში.

15 ივნისიდან, პროექტის ფარგლებში, ლიბერთის სოციალური ბარათების მფლობელები განახლებული პირობებით ისარგებლებენ. კერძოდ, ოჯახის ექიმის უფასო კონსულტაციის გარდა, მომხმარებელს 70%-იანი ფასდაკლებით გაუწევენ კონსულტაციას სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები, ულიმიტოდ და შეუზღუდავად ჩაუტარდებათ ლაბორატორიული კვლევები 10-50%-მდე ფასდაკლებით, ექოსკოპიური კვლევები 30%-იანი ფასდაკლებით ჩატარდება, ხოლო კომპიუტერულ ტომოგრაფიასა და სტომატოლოგიურ მომსახურებაზე 50%-იანი ფასდაკლებაა დაწესებული.


„ერთობლივი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მთელი წლის განმავლობაში უკვე არაერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ. შედეგად, ჩვენი მომხმარებლები, განსაკუთრებით კი საპენსიო ასაკის წარმომადგენლები, სხვადასხვა პრივილეგირებული მომსახურებითა და პირობებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სარგებლობენ. დღეს, განსაკუთრებით აქტუალურია ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ვიმედოვნებთ, რომ ევექსი კლინიკებთან თანამშრომლობით, ჩვენი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება სამედიცინო სერვისები’ - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.


“პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გამოიკვეთა სამედიცინო სფეროს აქტუალობა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის საჭიროება. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ მომხმარებლებისათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა სამედიცინო სერვისები, დავნერგეთ დისტანციური კონსულტაციები და განვახორციელეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი. ლიბერთი ბანკისა და ევექსი კლინიკების თანამშრომლობა არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისაკენ, რომ სამედიცინო მომსახურება გახდეს მეტად ხელმისაწვდომი და ჯანმრთელობის დროული მონიტორინგის კულტურის დანერგვაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ“ - განაცხადა „ევექსი კლინიკების“ დირექტორმა, გიორგი გორდაძემ.


ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.


,,ევექსი კლინიკები” საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ჯგუფი 2015 წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი.


„ევექსი კლინიკები" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო კლინიკების ქსელია. ქსელურობა კომპანიას საშუალებას აძლევს განახორციელოს პაციენტების ეფექტური მართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.evexclinics.ge


მსგავს თემაზე:

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია


ლიბერთი ბანკი, #ლიბერთიგულით პროგრამის ფარგლებში სესხების გადავადების მეორე ეტაპს იწყებს



სხვა სიახლეები