• Ƀ/$

Tesla model 3 აშშ-ის სამამულო ნაწარმის გაყიდვებში 1-ელ ადგილზეა

12 ნოემბერი 09:45 | ტექნოლოგიები

Tesla-ს გაყიდვების ზრდის ტემპი შემცირდა, მაგრამ შეერთებულ შტატებში ელექტრომობილების ბაზარზე მის სამივე მოდელს ჯამში 78%-იანი წილი უკავია და ლიდერის პოზიციის დათმობას არც განიხილავს.

ოქტომბერში მასკმა აშშ-ში 9000 Tesla model 3-ის რეალიზება შეძლო. იანვარ ოქტომბერში კი სულ 123 000 მოდელია გაყიდული. იმავე 10 თვეში Tesla model S-ის 16 000 და Tesla model X-ის 14 800 მოდელი გაიყიდა.


მესამე კვარტალში Tesla model 3 საერთო გაყიდვებში 43 000 ერთეულით მე-6 ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა 5 ადგილი ჰონდას, ტოიოტასა და ნისანის სხვადასხვა მოდელებმა დაიკავეს, ანუ არც ერთი არ იყო ამერიკული. შესაბამისად Tesla model 3 არა მხოლოდ ელექტრომობილების ბაზარზე, ზოგადად სამამულო ნაწარმის გაყიდვებშიც პირველ ადგილზეა.


როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე მთელს მსოფლიოში მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში უფრო მეტი ელექტრომობილი გაიყიდა ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, თუმცა ზრდის ტემპი შემცირდა, რის მიზეზადაც ინოვაციურობის კლება, ფასების კლების ტენდენციისა და ბატარიის წარმადობის ზრდის ტემპის შემცირება სახელდება.


მსგავს თემაზე:

ელექტრომობილების ინდუსტრიაში გერმანია $45 მლრდ-ს ინვესტირებას მოახდენს


Mercedes ელექტრომობილებზე გადადის


გერმანიის ავტომრეწველობა ჰიბრიდებსა და ელექტრომობილებზე გადასვლას აჩქარებს


ბიძინა ივანიშვილი: აბასთუმანში ელექტრომობილების დარიგების პროექტი 2021 წლის ბოლომდე დასრულდება



სხვა სიახლეები