• Ƀ/$

ნავთობი ძვირდება

12 ნოემბერი 11:54 | ეკონომიკა

ეტალონური მარკების ნავთობის ფასი დღევანდელ ვაჭრობებზე ძვირდება. გუშინ „შავი ოქრო“ მინუსში იყო, აშშ–ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებში შექმნილი გაურკვევლობის გამო.

Brent-ის მარკის ნავთობის იანვრის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე $0,19–ით გაძვირდა და ბარელზე $62,37–ს შეადგენს.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი, დეკემბერში მიწოდების პირობით, ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე $0,16–ით არის გაზრდილი და ბარელი $57,02 ნიშნულზე ივაჭრება.


სხვა სიახლეები