• Ƀ/$

როგორ იცვლებოდა ინფლაციის განაკვეთი 1996 წლიდან დღემდე

12 ნოემბერი 15:44, 2019 წელი | ფინანსები

წლიურმა ინფლაციის განაკვეთმა ოქტომბერში 6.9%-ს მიაღწია, რაც დაგეგმილზე 2.3-ჯერ მეტია. მაღალმა ინფლაციამ სებს რეფინანსირების განაკვეთის 2%-ით გაზრდის მიზეზი მისცა. 6.9% საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ არა რეკორდული საქართველოსთვის. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველო ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დადგა. პირველი ხელისუფლების დამხობის შემდეგ პრობლემები გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა, ეკონომიკურ კოლაფსს თან ჰიპერინფლაციაც ახლდა.


1995 წლის შემდეგ ქვეყანაში ნელ-ნელა სტაბილურობამ დაისადგურა, თუმცა ორნიშნა ინფლაცია გარკვეული პერიოდი კიდევ შენარჩუნდა.


1996 წლის მარტიდან აგვისტომდე ინფლაციის განაკვეთი 50%-ს სცდებოდა. წლის ბოლოს ის 14%-მდე შემცირდა, 1997 წლის მარტიდან კი ერთნიშნაზე ჩამოვიდა. 1998 წელს 2%-საც ჩამოსცდა, მაგრამ მომდევნო წელს რუსეთის გავლით შემოსულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ინფლაცია ისევ 20%-იან ნიშნულზე დააბრუნა, დოლარის ფასი კი 2 ლარს გადასცდა.


2006-2007 წლებში მაღალ ეკონომიკურ ზრდას, თან მაღალი ინფლაციაც ახლდა, რომელიც ხშირ შემთხვევაში 10%-ს სცდებოდა. ინფლაცია ორნიშნა იყო 2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის ივნისის ჩათვლითაც.


ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი 7.1%-იანი ინფლაცია 2017 წლის ივნისში დაფიქსირდა.


მიმდინარე წლის დასაწყისში ინფლაციის განაკვეთი 2.2%-ს შეადგენდა. სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს ინფლაცია უკვე მარტსი გადასცდა და მას შემდეგ მზარდი დინამიკა ნარჩუნდება, გამონაკლისი მხოლოდ ივნისში იყო, როდესაც განაკვეთი 0.4%-ით შემცირდა. სების პროგნოზით მაღალი ინფლაცია კიდევ 2 კვარტალი გაგრძელდება.



მსგავს თემაზე:

ლარის ისტორია 1995 წლიდან დღემდე


რა აუფასურებს ლარს? ნამდვილი და ცრუ მიზეზები



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი