• Ƀ/$

Facebook-მა საკუთარი საგადახდო სისტემა Facebook Pay ჩართო

13 ნოემბერი 13:41, 2019 წელი | კრიპტოეკონომიკა

ამერიკულმა ინტერნეტგიგანტმა Facebook საკუთარი საგადახდო სისტემა Facebook Pay ჩართო, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს კომპანიის სერვისების საფასური გადახდის შესაძლებლობა მიეცათ.

„დღეს ჩვენ წარმოვადგენთ Facebook Pay–ს, რომელიც ხალხს შესაძლებლობას მისცემს გადახდები Facebook–ის, Messenger-ის, Instagram–ისა და WhatsApp–ის მეშვეობით აწარმოონ“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე კვირაში Facebook Pay–ს გამოყენება მხოლოდ აშშ–ის ტერიტორიაზე იქნება შესაძლებელი. მომხმარებელი შეძლებს თანხის შეგროვებას, ამათუიმ ღონისძიების ბილეთების შეძენას, ასევე პირად გადარიცხვებს და Facebook Marketplace–ის გამყიდველებისგან პროდუქციის შეძენას.


მანამდე, ივნისში Facebook–მა საკუთარი კრიპტოვალუტის Libra ემიის შესახებ განაცხადა. გეგმის თანახმად, ახალი კრიპტოვალუტა ქსელში 2020 წლის პირველ კვარტალში გამოჩნდება. 2019 წლის ბოლოდან კი ტესტირების რეჟიმში გაეშვება.


სხვა სიახლეები