• Ƀ/$

15 წლის გოგოს თხოვნა პრეზიდენტს – “ყველა იმსახურებს მეორე შანსს”

22 ივნისი 16:06 | INTERNET დაიჯესტი

რას წერს 15 წლის გოგო მამაზე.

ანი 15 წლისაა…


მამა 5 წელია ციხეშია…


-ყოველ დღე მირეკავს, როგორც კი ახერხებს სულ მირეკავს და ბევრს ვსაუბრობთ, იმდენ რამეს ვუყვები, მეგობრებმაც არ იციან მგონი ამდენი…


-კამათობთ?


-არ მახსოვს… უფრო ვცეკვავთ, ვიდრე ვკამათობთ..


-არ გამაგიჟო, ის ციხიდან და შენ სახლიდან როგორ ცეკვავთ?


– არაა (იცინის), მაშინ გარეთ იყო, მაშინ სამეჯლისო ცეკვებზე დავდიოდი… ერთად ვცეკვავდით ხოლმე…


-კიდევ რას აკეთებდით ერთად?


-საჭმელებს… უყვარს და იცის გაკეთება, მეც მიყვარს, კიდევ ვსეირნობდით, თავს დავადებდით, დავდიოდით და ვსაუბრობდით…


მეც გავიზარდე ამ წლებში და ისიც გაიზარდა, ამას ყოველ დღე ვგრძნობ… ციხეში კეთილი არ გამხდარა, კეთილი სულ იყო მამაჩემი, მაგრამ იქ ყოფნისას სიკეთის კეთების გზები მოიფიქრა, როგორღაც ვახერხებთ მე, მამა, ჩემი და მისი მეგობრები და უპატრონო ბავშვთა სახლს ვეხმარებით, ამ ბავშვებისთვის ხან რას აკეთებს და ხან რას, მეც ჩამრთო პროცესში და მომწონს, ახლა ამ ზაფხულს ეს ბავშვები მამის სოფელში დაისვენებენ და იმედია ისიამოვნებენ… ნივთებს აკეთებს თავისი ხელით და მერე ამ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას აწყობს…


მამა სპორტსმენია, თხილამურებით ყველაზე მაგრად სრიალებს, არა, იმიტომ არ ვამბობ, რომ მამაჩემია, პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, წელს ის მოიგებდა შეჯიბრს გარეთ რომ ყოფილიყო…


რას ვეტყოდი პრეზიდენტს?


ყველა ადამიანი იმსახურებს მეორე შანსს – ასე არ არის? მამაჩემიც იმსახურებს შანსს, მეც ვიმსახურებ, ორივე ვიმსახურებთ ერთად ცხოვრებით, ერთად სეირნობის, ერთად ცეკვის, სიკეთის ერთად კეთების შანსს. მოგვცეს ეს შანსი.


სხვა სიახლეები