• Ƀ/$

აისახება თუ არა ქალის ჯანმრთელობაზე ბიუსჰალტერის გარეშე სიარული ?

22 ივნისი 22:26 | INTERNET დაიჯესტი

თურმე, უბიუსტჰალტეროდ სიარული, გარკვეულწილად, აისახება ქალის ჯანმრთელობაზე - ზოგჯერ დადებითად და ზოგჯერ - არც თუ...

გაუმჯობესდება სისხლის მიმოქცევა


თუკი ყოველდღიურად ბიუსტჰალტერის ტარებაზე უარს ვიტყვით, ჩვენს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა საგრძნობლად გაუმჯობესდება. საქმე ისაა, რომ მჭიდროდ მორგებული ბრა მხრების, ზურგის ზედა ნაწილსა და მკერდს, ასევე სისხლძარღვებს ძალიან აწვება, რაც სისხლის წნევის დაწევას უწყობს ხელს.


„დამშვიდდება“ კანი ზურგსა და მკერდზე 


განსაკუთრებით ზაფხულში, შეიძლება ბიუსტჰალტერში მკერდი ჩაიხუთოს და ამან გადაჭარბებული ოფლიანობა გამოიწვიოს. ეს კი ქავილს, სიწითლეს, ხანდახან კი გამონაყარსა და უსიამოვნო სუნსაც იწვევს. ბიუსტჰალტერისგან გათავისუფლებით კი კანს სუნთქვის საშუალებას მისცემთ.


შესაძლოა, ზურგის ტკივილი გამოიწვიოს


თუკი დიდი მკერდი გაქვთ, ბიუსტჰალტერის გარეშე შესაძლოა, პირველ ეტაპზე გაგიჭირდეთ და მის გარეშე თავი არაკომფორტულად იგრძნოთ, რადგან მკერდის კუნთები საკმარისად გამაგრებული არაა და მიუჩვეველია სიმძიმის ტარებას. თუმცა დროთა განმავლობაში სხეული მიეჩვევა, მკერდის ქსოვილი გაუმჯობესდება, გამაგრდება და ბრას გარეშეც „მოახერხებს“ მკერდის დაჭერას.


მენსტრუალური ციკლის პერიოდში უბიუსტჰალტეროდ მკერდი გეტკინებთ


ზოგიერთი ქალი ციკლის პერიოდში მკერდში ტკივილის შეგრძნებას განიცდის. ბიუსტჰალტერი მკერდის დაჭერაში კარგად ეხმარება სხეულს. ამიტომაც ციკლის დროს სპეციალისტები ქალებს სპორტული ბრას ტარებას ურჩევენ.


სხვა სიახლეები