• Ƀ/$

უკრაინაზე გაზის ტრანზიტის შეწყვეტის რისკზე პუტინის განცხადებას ევროკომისიაში უპასუხეს

15 ნოემბერი 17:11 | ეკონომიკა

ევროკომისია სიმშვიდეს ინარჩუნებს რუსული გაზის უკრაინის ტერიტორიის გავლით ტრანზიტის საკითხთან მიმართებაში და კიევთან და მოსკოვთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობს.

ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ნინა ანდრეევამ განაცხადა.


„ჩვენის მხრივ სიმშვიდეს ვინარჩუნებთ და სამმხრივ ფორმატში ვაგრძელებთ მუშაობას გადაწყვეტილების მისაღებად (გაზის ტრანზიტის საკითხზე)“, – თქვა მან.


ანდრეევამ ასეთი კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სიტყვებზე, რომ უუკრაინის გავლით რუსეთის გაზის ტრანზიტის შეწყვეტის საფრთხე არსებობს.


რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ უკრაინული „ნაფტოგაზი“ რუსულ „გაზპრომთან“ კონტრაქტის საკითხზე მოლაპარაკებებს ახალი სარჩელებით ამწვავებს. პუტინი ამბობს, რომ რუსეთი მზად იყო უკრაინისთვის პირდაპირი მიწოდების შემთხვევაში გაზის ფასის 25%–ით დაკლებაზე და სისულელე უწოდა ევროპიდან რევერსული მიწოდების თემას. თუმცა, „ნაფტოგაზმა“ არ ჩათვალა გაზის საფასურის 25%–ით დაწევა ფასდაკლებად.


სხვა სიახლეები