• Ƀ/$

TANAP–ის გახსნის თარიღი ცნობილია

18 ნოემბერი 11:32, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) 30 ნოემბერს გაიხსნება. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა. მილსადენით აზერბაიჯანული გაზი საქართველოს გავლით თურქეთს და ევროკავლირის ქვეყნებს მიეწოდება.

„TANAP ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. მისი გახსნა 30 ნოემბერს იგეგმება“, - განაცხადა თურქმა მინისტრმა.


უკვე ცნობილია, რომ TANAP–ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიიღებს მონაწილეობას.


„TANAP-ის გახსნას დაესწრებიან თურქეთის და აზერბაიჯანის პირველი პირები, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და ილჰამ ალიევი“, - განაცხადა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა.


ცერემონია ედირნეს პროვინციაში, იფსალას რაიონში გაიმართება.


TANAP-ის პირველი ეტაპის ამუშავება 2018 წლის ივნისში დაიწყო, თურქეთის პროვინცია ესქიშეჰირში და ივნისის ბოლოდან დაიწყო კომერციული გაზით მომარაგება.


TANAP-ის მილსადენის საწყისი გამტარუნარიანობა, რომელიც გაზის სამხრეთის დერეფნის მთავარი სეგმენტია, წელიწადში 16 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს.


დაახლოებით 6 მლრდ კუბური მეტრი მიეწოდება თურქეთს, დანარჩენი ევროპას. ტრანსადრიატიკული მილსადენის (TAP) დასრულების შემდეგ, 2020 წლის დასაწყისიდან, აზერბაიჯანული გაზი უკვე ევროკავშირის ქვეყნებს მიეწოდება.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი