• Ƀ/$

რა შემთხვევაში ვერ იმუშავებთ ორ სამსახურში

21 ნოემბერი 14:54 | ეკონომიკა

"შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილების თანახმად, რომელიც დამუშავების ეტაპზეა, შემდეგ კი, მისი ინიცირება პარლამენტში მოხდება, დასაქმებულებს შესაძლოა 2 სამსახურში ერთდროულად მუშაობა აეკრძალოთ.

 

კანონპროექტით, დასაქმებულის უფლება, დასაქმდეს ერთზე მეტ სრულ ან არასრულ სამუშაო განაკვეთზე, შეიზღუდება, თუ პირი, რომლისთვისაც უნდა შესრულდეს შეთავსებითი სამუშაო, დამსაქმებლის კონკურენტია.


ამასთან, ერთზე მეტი შეთავსებით მუშაობისთვის რისკის შემცველი ეკონომიკური საქმიანობის სექტორებში აკრძალული იქნება ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმება, თუ დასაქმებულის მიერ მეორე ან/და შემდეგი სრული ან/და არასრული სამუშაო განაკვეთის შესრულებით (შეთავსებით) ჯამურად დაირღვევა ამავე კანონით დადგენილი დროის სტანდარტი. კერძოდ, დამსაქმებლისმიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს და დღის განმავლობაში 8 საათს. შვიდღიანი პერიოდის განმავლობაში სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.


ერთზე მეტი შეთავსებით მუშაობისთვის რისკის შემცველი ეკონიმიკური საქმიანობის სექტორების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შედეგად.


სხვა სიახლეები