• Ƀ/$

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის გაშვება გადაიდო

21 ნოემბერი 16:25 | ეკონომიკა

რუსეთის სტრატეგიული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი–2“ გაშვება გადაიდო და ის 2020–ის ზაფხულში შევა ექსპლუატაციაში.

ამის შესახებ რუსეთის ვიცე–პრემიერმა დმიტრი კოზაკმა განაცხადა, წერს რუსული მედია.


„მომავალი წლის შუა პერიოდში“ – უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, თუ როდის ამუშავდება „ჩრდილოეთის ნაკადი–2“, მაგრამ უპასუხოდ დატოვა კითხვა, თუ კონკრეტულად რომელ თვეში მოხდება ეს.


მანამდე, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალეკსანდრ ნოვაკმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ით გაზის მიწოდება შესაძლოა უახლოეს თვთეებში დაიწყოს – 2019 წლის ბოლოსაც კი.


ამ დროისათვის რუსეთის სტრატეგიული მილსადენის პროექტი, რომელიც ბუნებრივ გაზს ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით რუსეთიდან პირდაპირ გერმანიაში გადატუმბავს, 80%–ით არის შესრულებული. სამუშაოების დასრულების საპროექტო ვადაა 2019 წლის დეკემბერი.


სხვა სიახლეები