• Ƀ/$

ბიტკოინის ღირებულება $7200-მდე შემცირდა

22 ნოემბერი 16:00, 2019 წელი | კრიპტოეკონომიკა

ბიტკოინმა  მკვეთრი ზრდა ზუსტად 2 წლისწინ დაიწყო, როდესაც 35 დღეში 12 ნოემბრიდან 17 დეკემბრამდე მისი ფასი $5700-დან $20 000-მდე გაიზარდა. 2 წლის შემდეგ #1 კრიპტოვალუტის ღირებულება $7200-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინი 10%-ით, ბოლო 1 კვირაში კი 17%-ით გაუფასურდა. მიმდინარე წელს ბიტკოინი ყველაზე იაფი თებერვლის პირველ ნახევარსი ღირდა, როდესაც მისი ფასი $3400-მდე დავარდა, ყველაზე ძვირი - $13 800 კი ივნისის მიწურულს.


უკვე 2 წელია ბოლომდე არც ოპტიმისტების იმედი მართლდება, რომლებიც ბიტკოინის ფასის ზრდას $100 000-მდე ან სულაც $1 000 000-მდე პროგნოზირებდნენ და არც პესიმისტების, რომლებიც ბიტკოინს ცენტებამდე გაიაფებას უწინასწარმეტყველებდნენ. ფასის 65%-იანი ვარდნის მიუხედავად ბიტკოინი არსებობას განაგრძობს.


არასრულ 2 წელიწადში ჯამური კრიპტოკაპიტასლიზაცია 76%-ით $196 მლრდ-მდე შემცირდა, მაგრამ ბიტკოინის მსგავსად სხვა გაიაფებული ციფრული ვალუტებიც: ეთერიუმი, რიპლი, ლაითკოინი... განაგრძობენ არსებობას.


მსგავს თემაზე:

ვის ემუქრება Facebook-ის კრიპტოვალუტა?



სხვა სიახლეები