• Ƀ/$

აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

28 ნოემბერი 13:21 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ზერბაიჯანის პარლამენტის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება მმართველი პარტია „ენი აზერბაიჯანის“ პოლიტიკური საბჭოს საგანგებო სხდომაზე დღეს, 28 ნოემბერს მიიღეს.

მმართველ პარტიაში ამ გადაწყვეტილებას იმ მიზეზით ამართლებენ, რომ არსებული „მილი მეჯლისი“ ქვეყნის მეთაურის მიერ გატარებულ პოლიტიკასთან სათანადო კავშირში არ არის და ვერ ეწევა სახელმწიფოში მიმდინარე რეფორმებს.


დღეს, ადგილობრივი დროით 15:00 სთ-ზე მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ალი აჰმედოვი პრეს–კონფერენციას გამართავს და შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად განაცხადებს.


არსებული ინფორმაციით, ხვალ, 29 ნოემბერს „ენი აზერბაიჯანის“ უმრავლესობა საპარლამენტო სხდომაზე ამ საკითხს დააყენებს დღისწესრიგში და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად პრეზიდენტ ალიევისთვის შესაბამისი მიმართვა მომზადდება.


წინასწარი ინფორმაციით, არჩევნები 2020 წლის აპრილი ჩატარდება.


აზერბაიჯანის პარლამენტი 125 დეპუტატისგან შედგება.


სხვა სიახლეები