• Ƀ/$

კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე - თბილისში სასწრაფომ მამაკაცს გაჩერებული გული აუმუშავა

27 ივლისი 21:33 | INTERNET დაიჯესტი

თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა 79 წლის მამაკაცს გაჩერებული გული აუმუშავა
79 წლის მამაკაცს გაჩერებული გული აუმუშავა, ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრები იყვნენ - უფროსი ექიმი მაია ქურდაძე, უმცროსი ექიმი თამთა ლაშხია და მძღოლი დავით მექერიშვილი, რომლებმაც მხოლოდ 2020 წელს, უკვე მეოთხე ადამიანს აუმუშავეს გული.


„პაციენტი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში დაგვხვდა. იმწამსვე მივხვდით, რომ სასწრაფოდ კლინიკაში უნდა გადაგვეყვანა. გზაში გული გაუჩერდა, სუნთქვაც შეწყვიტა... დაუყოვნებლივ დავიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია. გაუჩერებლად ვატარებდით მანიპულაციებს და ბოლოს, შედეგი გამოიღო. მამაკაცის გულისცემა აღდგა, სუნთქვაც დაიწყო... ფაქტობრივად, „ახალი სიცოცხლით“ შევიყვანეთ კლინიკაში“- ამბობს უფროსი ექიმი მაია ქურდაძე.


 


 



სხვა სიახლეები