• Ƀ/$

Audi კვლევებში 37 მლრდ ევროს დააბანდებს

30 ნოემბერი 16:31 | კომპანიები

კვლევებში, შემუშავებასა და კაპიტალურ დაბანდებებში Audi 5 წელიწადში 37 მლრდ–ის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტოკონცერნის Volkswagen შვილობილი Audi პარასკევს, 29 ნოემბერს ავრცელებს.

Audi–ს ეს განცხადება Tesla-ს მიერ ბერლინის გარეუბანში ქარხნის მშენებლობაში 4 მლრდ ევროს ინვესტირების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე გაჟღერდა.


კაპიტალდაბანდების მიზანია, წარმოება–რეალიზაციაში გაუსწროს როგორც ტრადიციულ კონკურენტებს – BMW და Mercedes, ისე ამერიკულ Tesla-ს. მთელი საინვესტიციო პაკეტის თითქმის მესამედი – 12 მლრდ ევრო ელექტრული ავტომობილების წარმოებას მოხმარდება.


კონცერნი Volkswagen, რომლის შემადგენლობაშიც Audi შედის, მანამდე აცხადებდა, რომ უახლოესი 5 წლის განმავლობაში 60 მლრდ–ის დახარჯვას აპირებდა ეკოლოგიურად სუფთა და ავტომატური მართვის ავტომობილების წარმოებაზე.


სხვა სიახლეები