• Ƀ/$

უნიკალური ზომის მონსტრი სატვირთო $12 მლნ-ად გაიყიდა

30 ნოემბერი 16:28 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საუდის არაბეთში გამართულ მსოფლიო აუქციონზე შედგა გარიგება, რომელმაც დიდი ზომის მანქანების მოყვარულთა ყურადღება მიიპყრო. კერძოდ, უნიკალური ხომის ერთადერთი მონსტრი სატვირთო მანქანა -"თორი 24" $12 მლნ-ად გაიყიდა.

მისი ავტორი ენთუზიასტი ამერიკელი მაიკ ჰარაა, რომელიც მანქანის შექმნაზე 7 წელი მუშაობდა. უნიკიალური სატვირთოს შექმნას დაახლოებით $7 მლნ დოლარი დასჭირდა.


დიზაინს საფუძვლად ტრაქტორი Peterbilt 359-ის მოდელი უდევს. "თორი 24"-ის შემთხვევაში მანქანის  სიგრძე 12 მ-მდე გაიზარდა, რათა 13.9 ლ მოცულობის, V-12 დიზელის, 2 ძრავას მორგებოდა.


სატვირთო მანქანას 3974 ცხ.ძ. აქვს, რაც საშუალებას აძლევს მას 200 კმ / სთ სიჩქარე განავითარეოს, მისი წონა კი დაახლოებით 15 ტონაა.



 


 


სხვა სიახლეები