• Ƀ/$

ბიზნესმენი საქართველო–თურქეთ–აზერბაიჯანს შორის კარგ პარტნიორობას მაღალ შეფასებას აძლევს

1 დეკემბერი 14:56 | ეკონომიკა

ბიზნესმენი და კომპანია „მაგთიკომის“ ყოფილი ხელმძღვანელი დევიდ ლი სოციალურ ქსელში წერს: "მომწონს, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი ჩვენი კარგი მეგობრები და პარტნიორები არიან". 

 

 

„კარგი ამბები. ბიზნეს ინვესტიცია ამ რეგიონებში არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის რამდენიმე დონეზე. ჩემი პოზიცია არის ის: უფრო მეტი საქართველო ევროპაში და უფრო მეტი ევროპა საქართველოში. მომწონს რომ თურქეთი და აზერბაიჯანი არის ჩვენი კარგი მეგობრები და პარტნიორები. ეს ითნიშენია არის დიდი უპირატესობა ევროპული ინვესტორებუსთვის როგორც მე. რა თქმა უნდა< მიხარია. წავიდეთ ევროპისკენ“, - წერს დევიდ ლი.


პირველად ევროპაში


ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP), რომელიც გაზის სამხრეთის დერეფნის ერთ–ერთი კომპონენტი, საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ოფიციალურად შაბათს, 30 ნოემბერს გახსნა.


პროექტში ჩართული ქვეყნების, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერებმა სიმბოლურ ღილაკს ერთად დააჭირეს ხელი და აზერბაიჯანული გაზი მირველად ისტორიაში გაეშვა ევროპის მიმართულებით.


$10 მლრდ–იანი პროექტის საპროექტო სიმძლავრე პირველ ეტაპზე წელიწადში 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს შეადგენს. 2023 წელს სიმძლავრე 23 მლრდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2026 წლისთვის 31 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება.


აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-ს, დღეისათვის 300 მლნ კუბურ მეტრს, საქართველო ტრანზიტის საფასურის სახით იღებს. ტრანზიტის ანაზღაურების მოცულობა სიმძლავრის ზრდის პარალელურად მოიმატებს. 2023 წლისთვის ეს მაჩვენებელი წელიწადში 1,1 მლრდ კუბურ მეტრამდე ავა.


 


სხვა სიახლეები