ერაყის ნავთობის მინისტრმა თამირ გაბდანმა კვირას განაცხადა, რომ ნავთობმომპოვებელი ქვეყნები დღეღამური მოპოვების დამატებით 400 000 ბარელით შემცირების საკითხს განიხილავენ.
Brent-ის მარკის ნავთობის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ბირჟაზე ამ დროისათვის 1,24%–ით არის გაზრდილი და $61,24 ნიშნულზე ფიქსირდება.
ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე, იანვარში მიწოდების პირობით, 1,65%–ით არის გაზრდილი და ბარელი $56,08 ღირს.
ნოემბრის განმავლობაში Brent-მა ფასში 3,7% დაკარგა, ხოლო WTI-მ – 1,8%.